AR

BE

BG

BN

BS

CA

CS

DE

EL

EM

EN

EO

ES

ET

FA

FI

FR

HE

HR

HU

ID

IT

JA

KA

KN

KO

LT

LV

MR

NL

NN

PA

PL

PT

PX

RO

RU

SK

SR

SV

UK

VI

ZH

ჩინური ენა

ჩინურ ენაზე მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. თუმცა, ერთი ცალკეული ჩინური ენა არ არსებობს. არსებობს რამდენიმე ჩინური ენა. ყველა ისინი ჩინურ-ტიბეტურ ენათა ოჯახს ეკუთვნის. ჩინურად მთლიანობაში დაახლოებით 1,3 მილიარდი ადამიანი ლაპარაკობს. ამ ადამიანების უმრავლესობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ტაივანშიცხოვრობს. არსებობს ბევრი ქვეყანა, სადაც ჩინურად მოლაპარაკე უმცირესობები ცხოვრობენ. ყველაზე გავრცელებული ჩინური ენაა მაღალი ჩინური. ამ სტანდარტიზებულ მაღალი დონის ენას ასევე მანდარინი ეწოდება. მანდარინი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა. სხვა ჩინურ ენებს ხშირად დიალექტებად მოიხსენიებენ. მანდარინზე ასევე ტაივანსა და სინგაპურში ლაპარაკობენ. მანდარინი 850 მილიონი ადამიანის მშობლიური ენაა. თუმცა, ის ჩინურად მოლაპარაკე თითქმის ყველა ხალხს ესმის. ამის გამო სხვადასხვა დიალექტებზე მოლაპარაკეები ურთიერთობისთვის ამ ენას იყენებენ. მთელი ჩინელი ხალხი საერთო დამწერლობის ფორმას იყენებს. ჩინური დამწერლობის ფორმა 4,000-5,000 ათასი წლისაა. ამის გამო ჩინელების სალიტერატურო ტრადიციები ყველაზე ძველია. სხვა აზიურ კულტურებს ნასესხები აქვთ ჩინური დამწერლობის ფორმა. ჩინური დამწერლობის ნიშნები უფრო რთულია, ვიდრე ალფაბეტის სისტემები. თუმცა, სალაპარაკო ჩინური ასეთი რთული არ არის. გრამატიკის სწავლა შედარებით ადვილად შეიძლება. ამიტომ ჩინურის შესწავლისას საკმაოდ სწრაფი წინსვლაა შესაძლებელი. და სულ უფრო მეტ ადამიანს სურს ჩინურის შესწავლა! ჩინური, როგორც უცხო ენა, თანდათანობით უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. დღესდღეობით, ჩინურ ენას ყველგან სთავაზობენ. გაბედეთ და თქვენც ისწავლეთ! ჩინური მომავლის ენა გახდება...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2018. All rights reserved.