AR

BE

BG

BN

BS

CA

CS

DE

EL

EM

EN

EO

ES

ET

FA

FI

FR

HE

HR

HU

ID

IT

JA

KA

KN

KO

LT

LV

MR

NL

NN

PA

PL

PT

PX

RO

RU

SK

SR

SV

UK

VI

ZH

ლაპარაკი საკუთარ თავთან

როდესაც ვიღაც საკუთარ თავს ელაპარაკება, ეს მსმენელებისთვის უჩვეულოა. და მაინც, საკუთარ თავს თითქმის ყველა რეგულარულად ელაპარაკება. ფსიქოლოგების შეფასებით საკუთარ თავს ელაპარაკება მოზრდილების 95 პროცენტზე მეტი. ბავშვები თამაშის დროს თითქმის ყოველთვის ელაპარაკებიან საკუთარ თავს. საკუთარ თავთან საუბარი აბსოლუტურად ნორმალურია. ეს მხოლოდ კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმაა. გარდა ამისა, პერიოდულად საკუთარ თავთან საუბარს ბევრი უპირატესობა აქვს. რადგან ჩვენს ფიქრებს მეტყველების საშუალებით ორგანიზებულ ხასიათს ვაძლევთ. როდესაც ჩვენს თავს ველაპარაკებით, ჩნდება ჩვენი შინაგანი ხმა. შეიძლება ითქვას ასევე, რომ ეს არის ხმამაღლა ფიქრი. საკუთარ თავს განსაკუთრებით ხშირად დაბნეული ადამიანები ელაპარაკებიან. მათ ნაკლებად აქტიური აქვთ ტვინის გარკვეული ველი. ამიტომ ისინი ნაკლებად ორგანიზებულები არიან. საკუთარ თავთან ლაპარაკით ისინი საკუთარ თავსვე ეხმარებიან გახდნენ უფრო მოწესრიგებულები. საკუთარ თავთან ლაპარაკს ასევე შეუძლია დაგვეხმაროს გადაწყვეტილებების მიღებაში. და ეს სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა. საკუთარ თავთან ლაპარაკი ხელს უწყობს კონცენტრირებას და ზრდის თქვენს პროდუქტიულობას. რადგან ხმამაღლა რაღაცის თქმას მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ამ რაღაცაზე მხოლოდ ფიქრს. ლაპარაკის დროს ჩვენ უკეთ ვაცნობიერებთ ჩვენს აზრებს. ჩვენ უკეთ ვაკეთებთ რთულ ტესტებს, როდესაც ამ პროცესში საკუთარ თავს ველაპარაკებით. ეს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტმა უჩვენა. საკუთარ თავთან ლაპარაკით ჩვენი თავის გამხნევებაც შეგვიძლია. თვითმოტივირების მიზნით საკუთარ თავს ბევრი სპორტსმენი ელაპარაკება. სამწუხაროდ, საკუთარ თავს, ჩვეულებრივ, უარყოფით სიტუაციებში ველაპარაკებით. ამიტომ ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ ვიყოთ პოზიტიურები. და ხშირად უნდა გადავხედოთ იმას, თუ რა გვსურს. ამ გზით ლაპარაკის საშუალებით შეგვიძლია დადებითი გავლენა მოვახდინოთ ჩვენს საქმიანობაზე. მაგრამ სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც რეალისტებად ვრჩებით!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2018. All rights reserved.