egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

არაბული ენა

არაბული ენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ენაა მთელ მსოფლიოში. არაბულად 300 მილიონზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს . ისინი 20-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ. არაბული აფრო-აზიურ ენებს მიეკუთვნება. არაბული ენა ათასობით წლის წინ წარმოიშვა. ამ ენაზე პირველად არაბეთის ნახევარკუნძულზე ლაპარაკობდნენ. მას შემდეგ არაბული იქედან გავრცელდა. სალაპარაკო არაბული ძალიან განსხვავდება სალიტერატურო ენისგან. არსებობს ასევე უამრავი სხვადასხვა არაბული დიალექტი. შეიძლება ითქვას, რომ არაბულ ენაზე ყველა რეგიონში განსხვავებულად ლაპარაკობენ. სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკეებს ხშირად ერთმანეთის საერთოდ არ ესმით. ამიტომ ხდება არაბული ფილმების დუბლირება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება ისინი გასაგები გახდეს მთელი არაბულენოვანი რეგიონისთვის. კლასიკურ სალიტერატურო არაბულ ენაზე დღეს თითქმის აღარ ლაპარაკობენ. ის მხოლოდ წერილობითი ფორმით არსებობს. წიგნებში და გაზეთებში კლასიკური სალიტერატურო არაბული ენა გამოიყენება. დღეს საერთოდ არ არსებობს ტექნიკური არაბული ენა. ამიტომ ტექნიკური ტერმინები ჩვეულებრივ სხვა ენებიდან შემოდის. ინგლისური და ფრანგული უფრო მეტად დომინირებს ამ რეგიონში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ენა. უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი არაბულის მიმართ. სულ უფრო და უფრო მეტ ხალხს უნდა არაბულის სწავლა. კურსები არსებობს ყველა უნივერსიტეტში და ბევრ სკოლაში. უამრავი ადამიანი თვლის, რომ არაბული დამწერლობა განსაკუთრებით საინტერესოა. არაბულ ენაზე მარჯვნიდან მარცხნივ წერენ. არაბული გამოთქმა და გრამატიკა არცთუ ისე ადვილია. არსებობს ბევრი ისეთ ბგერა და წესი, რომლებიც სხვა ენებში არ არის. სწავლის დროს საჭიროა გარკვეული თანამიმდევრობის დაცვა. პირველ რიგში გამოთქმა, მერე გრამატიკა, მერე - წერა...

text before

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.