egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

მცირეწლოვან ბავშვებს გრამატიკის წესების სწავლა შეუძლიათ

ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. ისინი ასევე ძალიან სწრაფად სწავლობენ! მაგრამ ჯერ კიდევ გამოსაკვლევია, თუ როგორ სწავლობენ ბავშვები. სწავლის პროცესი ავტომატურად მიმდინარეობს. ბავშვები ვერ ამჩნევენ, როდესაც სწავლობენ. მიუხედავად ამისა, მათ ყოველდღიურად უფრო მეტი შეუძლიათ. ეს აშკარაა ენების შემთხვევაშიც. ჩვილებს პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ ტირილი შეუძლიათ. რამდენიმე თვის ასაკში მათ მოკლე სიტყვების თქმა შეუძლიათ. მერე ამ სიტყვებისგან წინადადებები იქმნება. საბოლოოდ ბავშვები მშობლიურ ენაზე ლაპარაკს იწყებენ. სამწუხაროდ, მოზრდილების შემთხვევაში ასე არ ხდება. მათ სწავლისთვის წიგნები ან სხვა მასალა სჭირდებათ. მათ მხოლოდ ასე შეუძლიათ, მაგალითად, გრამატიკის სწავლა. თუმცა, ჩვილები გრამატიკას ჯერ კიდევ ოთხი თვის ასაკში სწავლობენ! მკვლევარებმა გერმანელ ჩვილებს უცხო ენის გრამატიკის წესები ასწავლეს. ამისათვის მკვლევარები მათთვის ხმამაღლა უკრავდნენ იტალიურ წინადადებებს. ეს წინადადებები გარკვეულ სინტაქსურ სტრუქტურებს შეიცავდა. ჩვილები სწორ წინადადებებს დაახლოებით თხუთმეტი წუთის განმავლობაშიუსმენდნენ. შემდეგ წინადადებებს მათთვის განმეორებით უკრავდნენ. თუმცა, ამჯერად რამდენიმე წინადადება არასწორი იყო. სანამ ჩვილები წინადადებებს უსმენდნენ, ზომავდნენ მათი ტვინის ტალღებს. ამ გზით მკვლევარებს შეეძლოთ განესაზღვრათ, თუ როგორ რეაგირებდა ტვინი წინადადებებზე. და ჩვილებმა ამ წინადადებების მოსმენის დროს აქტივობის სხვადასხვა დონე გამოამჟღავნეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ ახლახან გაიგეს ეს წინადადებები, მათ აღრიცხეს შეცდომები. ბუნებრივია, ჩვილებს არ ესმით, თუ რატომ არის ზოგიერთი წინადადება მცდარი. ისინი ორიენტირებას ახდენენ ფონეტიკურ მოდელებზე. ეს კი საკმარისია ენის შესასწავლად - ყოველ შემთხვევაში, ჩვილებისთვის მაინც...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.