belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

დავიწყების საწინააღმდეგო რჩევები

სწავლა ყოველთვის ადვილი არ არის. მაშინაც კი, როდესაც ის სასიამოვნოა, ის შეიძლება გამომფიტავი იყოს. მაგრამ კმაყოფილები ვართ, როდესაც რაღაცას ვისწავლით. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი თავით და ჩვენი წინსვლით. სამწუხაროდ, ნასწავლი შეიძლება დაგვავიწყდეს. ეს ხშირად არის პრობლემა, განსაკუთრებით ენების შემთხვევაში. ჩვენი უმრავლესობა სკოლაში ერთ ან ორ ენას სწავლობს. ეს ცოდნა ხშირად იკარგება სკოლის დამთავრების შემდეგ. ჩვენ ამ ენაზე ძლივს ვლაპარაკობთ. ჩვენი მშობლიური ენა, ჩვეულებრივ, დომინირებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბევრი უცხო ენა მხოლოდ შვებულებაში ყოფნის დროს გამოიყენება. მაგრამ თუ ცოდნა რეგულარულად არ აქტიურდება, ის იკარგება. ჩვენი ტვინი სავარჯიშოს საჭიროებს. შეიძლება ითქვას, რომ ის კუნთივით ფუნქციონირებს. კუნთი უნდა ვარჯიშობდეს, სხვაგვარად ის სუსტდება. მაგრამ დავიწყების საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანია ნასწავლის განმეორებითად გამოყენება. ამაში თანამიმდევრული რიტუალები გვეხმარება. შეგიძლიათ კვირის სხვადასხვა დღეებისთვის პატარა რუტინები დაგეგმოთ. მაგალითად, ორშაბათს შეიძლება წაიკითხოთ წიგნი უცხო ენაზე. ოთხშაბათს უცხოურ რადიოსადგურს მოუსმინოთ. პარასკევს კი უცხო ენაზე ჟურნალში ჩაწეროთ რაიმე. ამგვარად გამოიყენებთ როგორც კითხვას, ისე მოსმენას და წერას. ამის შედეგად, თქვენი ცოდნა სხვადასხვა გზით გააქტიურდება. ეს სავარჯიშოები ხანგრძლივი არ უნდა იყოს; ნახევარი საათი საკმარისია. მაგრამ მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში. კვლევები უჩვენებს, რომ ნასწავლი ტვინში ათწლეულების განმავლობაში რჩება. უბრალოდ, მას კვლავ უჯრიდან "ამოთხრა" სჭირდება...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.