egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

დიდი ასოები, დიდი გრძნობები

რეკლამა უამრავ გამოსახულებას იყენებს. გამოსახულებები ჩვენს გარკვეულ ინტერესებს აღვიძებს. ჩვენ მათ უფრო ხანგრძლივად და უფრო ყურადღებით ვუყურებთ. ამის შედეგად გამოსახულებებიანი რეკლამები უკეთ გვამახსოვრდება. გამოსახულებები ასევე იწვევს ძლიერ ემოციურ რეაქციებს. ტვინი გამოსახულებებს ძალიან სწრაფად ცნობს. ის მაშინვე ხვდება, რის დანახვა შეიძლება გამოსახულებაზე. ასოები გამოსახულებებისგან განსხვავებულად ფუნქციონირებს. ისინი აბსტრაქტული ნიშნებია. ამიტომ ჩვენი ტვინი ასოებზე უფრო ნელა რეაგირებს. პირველ რიგში, მან უნდა გაიგოს სიტყვის მნიშვნელობა. შეიძლება ითქვას, რომ ნიშნები ტვინის ენასთან დაკავშირებული ნაწილის მიერ უნდა "გადაითარგმნოს". მაგრამ ემოციები შეიძლება წარმოიშვას ასევე ასოების გამოყენებით. ტექსტი უბრალოდ ძალიან დიდი უნდა იყოს. კვლევები უჩვენებს, რომ დიდ ასოებს ასევე დიდი ეფექტი აქვს. დიდი ასოები არ არის მხოლოდ უფრო შესამჩნევი, ვიდრე პატარა ასოები. ისინი ასევე უფრო ძლიერ ემოციურ რეაქციას იწვევენ. ეს ეხება როგორც დადებით, ასევე უარყოფით გრძნობებს. საგნების ზომა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კაცობრიობისთვის. ადამიანს საფრთხეზე სწრაფი რეაქცია უნდა ჰქონდეს. და როდესაც რაღაც დიდია, ის, ჩვეულებრივ, უკვე საკმაოდ ახლოსაა! ასე რომ, გასაგებია, თუ რატომ იწვევს დიდი სურათები უფრო ძლიერ რეაქციებს. ნაკლებად გასაგებია, თუ როგორ ვრეაგირებთ დიდ ასოებზე. რეალურად ასოები არ არის სიგნალი ტვინისთვის. ამის მიუხედავად, ტვინი მეტ აქტიურობას ამჟღავნებს, როდესაც დიდ ასოებს ხედავს. ეს შედეგი ძალზე საინტერესოა მეცნიერებისთვის. ის გვიჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი გახდა ჩვენთვის ასოები. ჩვენმა ტვინმა როგორღაც ისწავლა, თუ როგორ მოახდინოს რეაგირება ნაწერზე...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.