egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ორენოვნება აუმჯობესებს სმენას

ორ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს უკეთესად ესმით. მათ სხვადასხვა ბგერების დიფერენცირება უფრო ზუსტად შეუძლიათ. ამ დასკვნამდე ამერიკული კვლევა მივიდა. მეცნიერებმა რამდენიმე თინეიჯერი გამოიკვლიეს. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნაწილი ბავშვობიდან ორ ენაზე ლაპარაკობდა. ეს თინეიჯერები ლაპარაკობდნენ ინგლისურად და ესპანურად. მონაწილეთა მეორე ნაწილი მხოლოდ ინგლისურად ლაპარაკობდა. ახალგაზრდებს კონკრეტული მარცვლისთვის უნდა მოესმინათ. ეს იყო მარცვალი "და". ის არც ერთ ენას არ ეკუთვნოდა. მარცვალს მონაწილეებს ყურსასმენების საშუალებით ასმენინებდნენ. ამავე დროს, ელექტროდებით ზომავდნენ მათი ტვინის აქტივობას. ამ ტესტის შემდეგ თინეიჯერებს კვლავ უნდა მოესმინათ ამ მარცვლისთვის. თუმცა, ამჯერად მათ ასევე ბევრი ხელის შემშლელი ბგერა ესმოდათ. ისმოდა სხვადასხვა ხმები, რომლებიც უაზრო წინადადებებს წარმოთქვამდნენ. ორენოვან ინდივიდებს მარცვალზე ძალიან ძლიერი რეაქცია ჰქონდათ. მათმა ტვინმა მაღალი აქტივობა გამოამჟღავნა. ისინი ზუსტად ახდენდნენ მარცვლის იდენტიფიცირებას, ხელის შემშლელი ბგერებით და მათ გარეშე. ერთენოვანი ინდივიდები ტესტში წარუმატებლები აღმოჩნდნენ. მათი სმენა არ იყო ისეთი კარგი, როგორიც ორენოვანი სუბიექტების. ექსპერიმენტის შედეგმა მკვლევარები გააკვირვა. მანამდე ცნობილი მხოლოდ ის იყო, რომ განსაკუთრებით კარგი ყური მუსიკოსებს აქვთ. მაგრამ როგორც ჩანს, ყურს ორენოვნებაც ავარჯიშებს. ორენოვანი ადამიანები მუდმივად სხვადასხვა ბგერებს აწყდებიან. ამიტომ მათი ტვინისთვის აუცილებელია ახალი უნარების განვითარება. ის სწავლობს, თუ როგორ გაარჩიოს განსხვავებული ლინგვისტური სტიმულები. მეცნიერები ახლა იმას იკვლევენ, თუ როგორ მოქმედებს ტვინზე უცხო ენებისცოდნა. შეიძლება სმენისთვის ჯერ კიდევ სასარგებლო იყოს, როდესაც ადამიანი ენასხანდაზმულ ასაკში სწავლობს...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.