egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

აფრიკული ენები

აფრიკაში ძალიან ბევრ სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ამდენი განსხვავებული ენა არც ერთ სხვა კონტინენტზე არ არის. აფრიკული ენების მრავალფეროვნება შთამბეჭდავია. სავარაუდოდ, დაახლოებით 2,000 აფრიკული ენა არსებობს. თუმცა, ამ ენებიდან ყველა ერთნაირი არ არის! პირიქით - ისინი ხშირად სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან! აფრიკის ენები ოთხ განსხვავებულ ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნება. ზოგიერთ აფრიკულ ენას აქვს განსაკუთრებული თვისებები. მაგალითად, არის ბგერები, რომელთა გამეორება უცხოელებს არ შეუძლიათ. აფრიკაში ტერიტორიული საზღვრები ყოველთვის ენობრივი საზღვრები არ არის. ზოგიერთ რეგიონში ძალიან ბევრი განსხვავებული ენაა. მაგალითად, ტანზანიაში ლაპარაკობენ ოთხივე ენობრივი ჯგუფის ენებზე. აფრიკულ ენებს შორის აფრიკაანსი გამონაკლისია. ეს ენა დაიბადა კოლონიურ პერიოდში. იმ დროს ერთმანეთს შეხვდნენ ხალხები სხვადასხვა კონტინენტებიდან. ისინი აფრიკიდან, ევროპიდან და აზიიდან ჩამოვიდნენ. ახალი ენა ამ კონტაქტების სიტუაციიდან დაიბადა. აფრიკაანსში მრავალი ენის გავლენა მჟღავნდება. თუმცა, ყველაზე ახლოს ის ჰოლანდიურთან დგას. დღეს აფრიკაანსზე სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად ლაპარაკობენსამხრეთ აფრიკასა და ნამიბიაში. ყველაზე უჩვეულო აფრიკული ენა დოლების ენაა. თეორიულად დოლებით ყველა შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს. ენები, რომლებიც დოლების საშუალებით გამოიხატება, ტონალური ენებია. სიტყვების და მარცვლების მნიშვნელობა ტონების სიმაღლეზეა დამოკიდებული. ეს ნიშნავს, რომ ტონების იმიტაცია უნდა მოხდეს დოლების მიერ. დოლების ენა აფრიკაში ბავშვებსაც კი ესმით. და ის ძალიან ეფექტიანია... დოლების ენა შეიძლება 12 კილომეტრამდე მანძილზე ისმოდეს!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.