egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

უარყოფითი სიტყვები მშობლიურ ენაზე არ ითარგმნება

კითხვის დროს მრავალ ენაზე მოლაპარაკეები ქვეცნობიერად მშობლიურ ენაზეთარგმნიან. ეს ავტომატურად ხდება; ანუ, მკითხველები ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ. შეიძლება ითქვას, რომ ტვინი სინქრონული თარჯიმანივით მუშაობს. მაგრამ ის ყველაფერს არ თარგმნის! ერთმა კვლევამ უჩვენა, რომ ტვინს ფილტრი აქვს "ჩაშენებული". ფილტრი წყვეტს, რა უნდა ითარგმნოს. და როგორც ჩანს, ფილტრი გარკვეული სიტყვების იგნორირებას ახდენს. უარყოფითი სიტყვები მშობლიურ ენაზე არ ითარგმნება ამ ექსპერიმენტისთვის მკვლევარებმა ჩინურ ენაზე, როგორც მშობლიურზე, მოლაპარაკეები შეარჩიეს. ექსპერიმენტის ყველა მონაწილე ლაპარაკობდა ინგლისურად, როგორც მეორე ენაზე. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ სხვადასხვა ინგლისური სიტყვები. ამ სიტყვებს განსხვავებული ემოციური დატვირთვა ჰქონდათ. იყო დადებითი, უარყოფითი და ნეიტრალური ტერმინები. სანამ ექსპერიმენტის მონაწილეები სიტყვებს კითხულობდნენ, ხდებოდა მათი ტვინების შემოწმება. ანუ, მკვლევარები ზომავდნენ ტვინის ელექტრულ აქტივობას. ამ დროს მათ შეეძლოთ დანახვა, თუ როგორ მუშაობდა ტვინი. სიტყვების თარგმნის დროს გარკვეული სიგნალები გენერირდება. ისინი მიუთითებენ, რომ ტვინი აქტიურია. მაგრამ ექსპერიმენტის მონაწილეები არავითარ აქტივობას არ ამჟღავნებდნენ უარყოფითი სიტყვების შემთხვევაში. მხოლოდ დადებითი და ნეიტრალური სიტყვების თარგმნა ხდებოდა. მკვლევარებმა ამის მიზეზი ჯერ არ იციან. თეორიულად, ტვინმა ყველა სიტყვა ერთნაირად უნდა დაამუშაოს. თუმცა, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ფილტრმა სწრაფად შეამოწმოს ყველა სიტყვა. ის ანალიზდება ჯერ კიდევ მეორე ენაზე კითხვისას. თუ სიტყვა უარყოფითია, მეხსიერება იბლოკება. სხვა სიტყვებით, ის ვერ ფიქრობს სიტყვის შესახებ მშობლიურ ენაზე. ადამიანებს შეუძლიათ სიტყვებზე ძალიან მგრძნობიარედ რეაგირება. ალბათ ტვინს მათი ემოციური შოკისგან დაცვა უნდა...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.