egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ისწავლეთ უცხო ენები უკეთესად საზღვარგარეთ!

მოზრდილები ისე ადვილად ვერ სწავლობენ ენებს, როგორც ბავშვები. მათი ტვინი სრულად არის განვითარებული. ამიტომ მას უკვე აღარ შეუძლია ახალი ქსელების ჩამოყალიბება. მაგრამ მოზრდილობაში ადამიანს მაინც შეუძლია ენის ძალიან კარგად სწავლა! ამისათვის ის უნდა გაემგზავროს იმ ქვეყანაში, სადაც ამ ენაზე ლაპარაკობენ. უცხო ენა განსაკუთრებით ეფექტურად საზღვარგარეთ ისწავლება. ეს იცის ყველამ, ვისაც ოდესმე ენის შვებულება ჰქონია. ადამიანი ახალ ენას უკეთ ამ ენის ბუნებრივ გარემოში სწავლობს. ახალი კვლევა ახლახან მივიდა საინტერესო დასკვნამდე. ის უჩვენებს, რომ ადამიანი ახალ ენას საზღვარგარეთ ასევე განსხვავებულად სწავლობს! ტვინს უცხო ენის დამუშავება ისევე შეუძლია, როგორც მშობლიური ენის! მკვლევარები დიდი ხანია ფიქრობდნენ, რომ სწავლის განსხვავებული პროცესები არსებობს. ახლა, როგორც ჩანს, ეს ექსპერიმენტით დადასტურდა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ჯგუფს უნდა ესწავლა გამოგონილი ენა. ექსპერიმენტის მონაწილეთა ჯგუფის ნაწილი ჩვეულებრივ გაკვეთილებზე დადიოდა. მეორე ნაწილი სწავლობდა სიმულირებულ საზღვარგარეთულ სიტუაციაში. მეორე ნაწილის მონაწილეებს საკუთარი თავის ორიენტირება უნდა მოეხდინათ საზღვარგარეთულ გარემოში. ყველა, ვისთანაც მათ უნდა ჰქონოდათ ურთიერთობა, ახალ ენაზე ლაპარაკობდა. ამიტომ, ამ ჯგუფის მონაწილეები ენის ჩვეულებრივი შემსწავლელები არ იყვნენ. ისინი მოლაპარაკეთა უცხო საზოგადოებას ეკუთვნოდნენ. ამ გზით ისინი იძულებულები იყვნენ სწრაფად მიეღოთ დახმარება ახალ ენაზე. გარკვეული დროის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს ტესტი ჩაუტარეს. ორივე ჯგუფმა ახალი ენის ერთნაირად კარგი ცოდნა გამოამჟღავნა. მაგრამ მათი ტვინი უცხო ენას სხვადასხვანაირად ამუშავებდა! მათ, ვინც "საზღვარგარეთ" სწავლობდა, ტვინის გასაოცარი აქტივობა გამოამჟღავნეს. მათ ტვინი უცხო გრამატიკას ისე ამუშავებდა, როგორც მშობლიური ენისას. იგივე მექანიზმები გამოვლინდა მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეებში. ენის სასწავლი შვებულება სწავლის ყველაზე სასიამოვნო და ყველაზე ეფექტური ფორმაა!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.