egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

როგორ სწავლობენ ბავშვები სწორად ლაპარაკს

ადამიანი დაბადებისთანავე ამყარებს სხვებთან ურთიერთობას. ჩვილები ტირიან, როდესაც რაღაც უნდათ. რამდენიმე თვის ასაკში მათ უკვე შეუძლიათ რამდენიმე მარტივი სიტყვის თქმა. ორი წლის ასაკში მათ შეუძლიათ დაახლოებით სამი სიტყვისგან შემდგარი წინადადებების თქმა. თქვენ არ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ იმაზე, თუ როდის იწყებს ბავშვი ლაპარაკს. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ გავლენა მოახდინოთ იმაზე, თუ რამდენად კარგად შეისწავლის ბავშვი თავის მშობლიურ ენას. მაგრამ ამისთვის რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის სწავლა ყოველთვის მოტივირებული იყოს. ის უნდა აცნობიერებდეს, რომ რაღაცაში წარმატებას აღწევს, როცა ლაპარაკობს. ჩვილებს მოსწონთ ღიმილი, როგორც დადებითი რეაქცია. უფრო მოზრდილი ბავშვები ესწრაფვიან დიალოგს თავის გარემოცვაში. ისინი ორიენტირებულები არიან მათ გარშემო მყოფი ადამიანების ენაზე. ამიტომ მათი მშობლების და მასწავლებლების ენობრივი უნარები მნიშვნელოვანია. ბავშვმა ასევე უნდა ისწავლოს, რომ ენა ძვირფასია! მაგრამ ეს პროცესი მათთვის ყოველთვის სასიამოვნო უნდა იყოს. ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა უჩვენებს მათ, თუ რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს ენა. მშობლებმა მაქსიმალურად ბევრი უნდა აკეთონ ბავშვთან ერთად. როდესაც ბავშვი ბევრ რამეს გამოცდის, მას ამ გამოცდილების შესახებ საუბარი უნდა. დაბადებიდანვე ორენოვანი ბავშვები მკაცრ წესებს საჭიროებენ. მათ უნდა იცოდნენ რომელ ენაზე ვისთან უნდა ილაპარაკონ. ამგვარად მათმა ტვინმა შეიძლება ისწავლოს ორ ენას შორის დიფერენცირება. როდესაც ბავშვები სკოლაში სიარულს იწყებენ, მათი ენა იცვლება. ისინი ახალ სალაპარაკო ენას სწავლობენ. მნიშვნელოვანია მშობლები ყურადღებას აქცევდნენ, თუ როგორ ლაპარაკობს მათი ბავშვი. კვლევები უჩვენებს, რომ პირველი ენა ტვინში სამუდამოდ იბეჭდება. ბავშვობაში ნასწავლი მთელი სიცოცხლის მანძილზე მიგვყვება. ვინც ბავშვობაში მშობლიურ ენას სათანადოდ სწავლობს, მომავალში მისგან სარგებელს მიიღებს. ის რაღაც ახალს უფრო სწრაფად და უკეთ სწავლობს - არა მარტო უცხო ენებს...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.