egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

სამეცნიერო ენა

სამეცნიერო ენა დამოუკიდებელ ენას წარმოადგენს. ის სპეციალიზებული დისკუსიებისთვის გამოიყენება. ის ასევე სამეცნიერო პუბლიკაციებში გამოიყენება. უწინ ერთგვაროვანი სამეცნიერო ენები არსებობდა. ევროკავშირში სამეცნიერო ენა დიდი ხნის განმავლობაში იყო ლათინური. მეორეს მხრივ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო ენა ინგლისურია. აკადემიური ენები ერთგვარი დიალექტია. ისინი ბევრ სპეციფიურ ტერმინს შეიცავს. მათი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებებია სტანდარტიზაცია და ფორმალიზაცია. ამბობენ, რომ მეცნიერები განგებ ლაპარაკობენ გაუგებრად. როდესაც რაღაც ძნელად გასაგებია, ის უფრო ჭკვიანურად გვეჩვენება. თუმცა მეცნიერება ხშირად იღებს ორიენტაციას ჭეშმარიტებაზე . ამიტომ ის ნეიტრალურ ენას უნდა იყენებდეს. ამ შემთხვევაში მიუღებელია რიტორიკული ელემენტები ან ფერადოვანი მეტყველება. მაგრამ არსებობს ზედმეტად გადატვირთული ენის ბევრი მაგალითი. და როგორც ჩანს, ადამიანს ძნელად გასაგები ენები ხიბლავს! კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენ უფრო რთულ ენებს ვენდობით. ექსპერიმენტის მონაწილეებს რამდენიმე კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი. ეს გულისხმობდა შერჩევას რამდენიმე პასუხიდან. ზოგიერთი პასუხი ფორმულირებული იყო მარტივად, ზოგიერთი - უფრო რთულად. ექსპერიმენტის მონაწილეების უმრავლესობამ აირჩია უფრო რთული პასუხი. მაგრამ ეს არალოგიკური იყო! ექსპერიმენტის მონაწილეები ენით მოტყუვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ შინაარსი აბსურდული იყო, მათზე შთაბეჭდილება ფორმამ მოახდინა. თუმცა გართულებული ფორმით წერა ყოველთვის ხელოვნება არ არის. ადამიანს შეუძლია სწავლა, თუ როგორ გამოხატოს მარტივი შინაარსი კომპლექსური ენით. მეორეს მხრივ, რთული ცნებების მარტივად გადმოცემა არც ისე ადვილია. ამიტომ ზოგჯერ მარტივი ნამდვილად რთულია...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.