egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

კოდის გადართვა

სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება ბავშვობიდან ორენოვანი. მათ ერთზე მეტ ენაზე ლაპარაკი შეუძლიათ. ამ ადამიანებიდან ბევრი ხშირად ცვლის ენებს. ისინი წყვეტენ, თუ რომელი ენა გამოიყენონ სიტუაციის მიხედვით. მაგალითად, ისინი სამსახურსა და სახლში სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ამ დროს ისინი ახდენენ საკუთარი თავის საკუთარ გარემოსთან ადაპტირებას. მაგრამ არსებობს ასევე ერთი ენიდან მეორეზე სპონტანურად გადართვის შესაძლებლობა. ეს მოვლენა კოდის გადართვის სახელით არის ცნობილი. კოდის გადართვისას ხდება ენის გადართვა შუა ლაპარაკის დროს. შეიძლება ბევრი მიზეზი არსებობდეს, რომელთა გამო მოლაპარაკეები ცვლიან ენას. ხშირად ისინი ერთ ენაში შესაბამის სიტყვას ვერ პოულობენ. მათ უკეთ შეუძლიათ საკუთარი თავის გამოხატვა ერთ-ერთი ენის საშუალებით. შეიძლება ასევე, რომ მოლაპარაკე თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდეს მეორე ენაზე საუბრისას. ისინი ამ ენას კერძო ან პირადი მიზნებისთვის იყენებენ. ზოგჯერ ამა თუ იმ ენაში რაღაც კონკრეტული სიტყვა არ არსებობს. ამ შემთხვევაში მოლაპარაკე სხვა ენაზე უნდა გადაერთოს. ან ისინი ცვლიან ენებს ისე, რომ მათი არ ესმით. ამ შემთხვევაში კოდის გადართვა საიდუმლო ენის მსგავსად ფუნქციონირებს. ადრე ენების აღრევას აკრიტიკებდნენ. ფიქრობდნენ, რომ მოლაპარაკეს არც ერთ ენაზე არ შეეძლო სწორად საუბარი. დღეს ამის შესახებ სხვა მოსაზრება არსებობს. კოდების გადართვა აღიარებულია განსაკუთრებულ ლინგვისტურ კომპეტენციად. შეიძლება საინტერესო იყოს მოლაპარაკეებზე დაკვირვება, როდესაც ისინი კოდების გადართვას იყენებენ. ხშირად ისინი უბრალოდ კი არ ცვლიან იმ ენას, რომელზეც ლაპარაკობენ. ამ დროს ასევე იცვლება სხვა საკომუნიკაციო ელემენტები. შეიძლება სხვა ენაზე ლაპარაკი გახდეს უფრო სწრაფი, ხმამაღალი ან უფრო აქცენტირებული. ან ისინი უცებ იწყებენ მეტი ჟესტების გამოყენებას და უფრო ხშირად იცვლიან სახის გამომეტყველებას. ამგვარად, კოდის გადართვისას ასევე მცირე დოზით კულტურის გადართვაც ხდება...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.