egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

გენეტიკური მუტაცია შესაძლებელს ხდის ლაპარაკს

ადამიანი ერთადერთი ცოცხალი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც ლაპარაკი შეუძლია. ეს ასხვავებს მას ცხოველებისა და მცენარეებისგან. ცხოველები და მცენარეები, რა თქმა უნდა, ურთიერთობენ. თუმცა, ისინი რთულმარცვლიან ენაზე არ ლაპარაკობენ. მაგრამ რატომ შეუძლია ადამიანს ლაპარაკი? ლაპარაკის უნარს გარკვეული ფიზიკური თვისებები სჭირდება. ეს ფიზიკური თვისებები მხოლოდ ადამიანებს აქვთ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანში ისინი განვითარდა. ევოლუციის ისტორიაში უმიზეზოდ არაფერი ხდება. სადღაც ისტორიის რომელიღაც მონაკვეთში ადამიანმა ლაპარაკი დაიწყო. ჩვენ ჯერ არ ვიცით, თუ ზუსტად როდის მოხდა ეს. მაგრამ რაღაც უნდა მომხდარიყო, რამაც ადამიანს ლაპარაკის საშუალება მისცა. მკვლევარების აზრით, ამაზე პასუხისმგებელი იყო გენეტიკური მუტაცია. ანთროპოლოგებმა შეადარეს სხვადასხვა ცოცხალი არსების გენეტიკური მასალა. კარგად არის ცნობილი, რომ გარკვეული გენი ზემოქმედებას ახდენს მეტყველებაზე. ადამიანებს, რომლებშიც ის დაზიანებულია, მეტყველების პრობლემები აქვთ. მათ არ შეუძლიათ საკუთარი თავის კარგად გამოხატვა და უჭირთ სიტყვების გაგება. ეს გენი შეამოწმეს ადამიანებში, მაიმუნებში და თაგვებში. ის ძალიან გავს ერთმანეთს ადამიანებში და შიმპანზეში. შესაძლებელია მხოლოდ ორი პატარა განსხვავების იდენტიფიცირება. მაგრამ ეს განსხვავებები საკუთარ არსებობას ტვინში ამჟღავნებს. სხვა გენებთან ერთად, ისინი ზემოქმედებას ახდენენ ტვინის გარკვეულ აქტივობაზე. ამიტომ ადამიანებს შეუძლიათ ლაპარაკი, მაიმუნებს კი - არა. თუმცა, ადამიანის ენის გამოცანა ჯერ არ არის ამოხსნილი. რადგან მხოლოდ გენის მუტაცია საკმარისი არ არის ლაპარაკის დასაწყებად. მკვლევარებმა ადამიანის გენის ვარიანტი თაგვებს ჩაუნერგეს. მან თაგვებს ლაპარაკის უნარი არ მისცა... მაგრამ მათმა წრიპინმა საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.