egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

კრეატიული ენა

დღეს კრეატიულობა მნიშვნელოვანი თვისებაა. ყველას უნდა იყოს კრეატიული. რადგან კრეატიული ადამიანები ჭკვიანებად ითვლებიან. ჩვენი ენაც კრეატიული უნდა იყოს. ადრე ხალხი ცდილობდა რაც შეიძლება სწორად ელაპარაკა. დღეს ადამიანმა რაც შეიძლება კრეატიულად უნდა ილაპარაკოს. ამის მაგალითებია რეკლამა და ახალი მედია. ისინი ახდენენ იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეიძლება ენით თამაში. ბოლო 50 წლის განმავლობაში კრეატიულობის მნიშვნელობა ძალიან გაიზარდა. ამ მოვლენით კვლევაც არის დაინტერესებული. ფსიქოლოგებმა, განათლების პროფესიონალებმა და ფილოსოფოსებმა შეამოწმესშემოქმედებითი პროცესი. კრეატიულობა განისაზღვრება, როგორც რაღაც ახლის შექმნის უნარი. ანუ, კრეატიული მოლაპარაკე ქმნის ახალ ლინგვისტურ ფორმებს. ეს შეიძლება იყოს სიტყვები ან გრამატიკული სტრუქტურები. კრეატიული ენის შესწავლით, ლინგვისტებს შეუძლიათ იმის განსაზღვრა, თუ როგორ იცვლება ენა. მაგრამ ახალი ლინგვისტური ელემენტები ყველას არ ესმის. კრეატიული ენის გასაგებად, ცოდნა გჭირდებათ. საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ ფუნქციონირებს ენა. ასევე საჭიროა იმ სამყაროს ცოდნა, რომელშიც მოლაპარაკეები ცხოვრობენ. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი იმის გაგება, თუ რის თქმა უნდათ ამ მოპალარაკეებს. თინეიჯერების სლენგი ამის მაგალითია. ბავშვები და ახალგაზრდები ყოველთვის იგონებენ ახალ ტერმინებს. მოზრდილებს ეს სიტყვები ხშირად არ ესმით. დღეს გამოდის ლექსიკონები, სადაც თინეიჯერების სლენგია ახსნილი. მაგრამ ისინი, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთი თაობის შემდეგ უკვე მოძველებულია! მიუხედავად ამისა, კრეატიული ენის სწავლა შეიძლება. ტრენერები ამ ენების მრავალ კურსს გვთავაზობენ. ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ყოველთვის ესაა: გაააქტიურეთ თქვენი შინაგანი ხმა!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.