egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

რას გვეუბნება სიტყვები

მთელ მსოფლიოში მრავალი მილიონი წიგნია. რამდენი წიგნია დღემდე დაწერილი, უცნობია. ამ წიგნებში ძალიან დიდი მოცულობის ცოდნა ინახება. ვინმეს რომ ყველა წაეკითხა, მას უამრავი რამ ეცოდინებოდა ცხოვრებაზე. რადგან წიგნები გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება სამყარო. თითოეულ ეპოქას თავისი წიგნები აქვს. მათი წაკითხვით შეიძლება განისაზღვროს, თუ რა არის ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ყველა წიგნის წაკითხვა არავის არ შეუძლია. მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგია შეიძლება წიგნების გაანალიზებაში დაგვეხმაროს. ციფრულ ფორმატში გადაყვანით შეიძლება წიგნის მონაცემების სახით შენახვა. ამის შემდეგ მათი შინაარსი შეიძლება გაანალიზდეს. ამგვარად ლინგვისტები ადგენენ, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ენა. თუმცა, სიტყვების სიხშირის დათვლა უფრო საინტერესოც კია. ამით გარკვეული ცნებების მნიშვნელობა შეიძლება დადგინდეს. მეცნიერებმა 5 მილიონ წიგნზე მეტი შეისწავლეს. ეს გასული ხუთი საუკუნის წიგნები იყო. სულ 500 მილიარდზე მეტი სიტყვა გაანალიზდა. სიტყვების სიხშირე გვიჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები მაშინდა ახლა. ენაში ასახულია აზრები და ტენდენციები. მაგალითად, სიტყვამ კაცები დაკარგა გარკვეული მნიშვნელობა. ის დღეს ნაკლები სიხშირით გამოიყენება, ვიდრე ადრე. სიტყვის ქალები სიხშირე, მეორეს მხრივ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. სიტყვების მიხედვით შეიძლება ასევე იმის განსაზღვრა, თუ რის ჭამა გვიყვარს. სიტყვა ნაყინი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ორმოცდაათიან წლებში. მას შემდეგ პოპულარული გახდა სიტყვები პიცა და პასტა. ბოლო რამდენიმე წელია დომინირებს სიტყვა სუში. კარგი ახალი ამბავი ყველა ენის მოყვარულისთვის... ჩვენი ენა მეტ სიტყვებს იძენს ყოველწლიურად!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.