egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ბრმები მეტყველებას უფრო ეფექტიანად ამუშავებენ

ადამიანებს, რომლებიც ვერ ხედავენ, უკეთ ესმით. ამის გამო მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ადვილად შეუძლიათ გადაადგილება. მაგრამ ბრმა ადამიანებს ასევე უკეთ შეუძლიათ მეტყველების დამუშავება! ამ დასკვნამდე უამრავი სამეცნიერო კვლევა მივიდა. მკვლევარები ექსპერიმენტის მონაწილეებს ჩანაწერებს ასმენინებდნენ. შემდეგ მეტყველების სისწრაფე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მიუხედავად, ექსპერიმენტის ბრმა მონაწილეებისთვის ჩანაწერი მაინც გასაგები იყო. ექსპერიმენტის თვალხილული მონაწილეებისთვის, მეორეს მხრივ, ძნელად გასაგები იყო. ლაპარაკის ტემპი მათთვის ძალიან მაღალი იყო. იგივე შედეგებამდე მივიდა მეორე ექსპერიმენტი. ექსპერიმენტის თვალხილული და ბრმა მონაწილეები სხვადასხვა წინადადებებს უსმენდნენ. თითოეული წინადადების ნაწილი შეცვლილი იყო. ბოლო სიტყვა ჩანაცვლებული იყო უაზრო სიტყვით. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა შეეფასებინათ წინადადებები. მათ უნდა გადაეწყვიტათ წინადადებები აზრიანი იყო, თუ უაზრო. სანამ ისინი წინადადებებზე მუშაობდნენ, ხდებოდა მათი ტვინის გაანალიზება. მკვლევარებმა ტვინის გარკვეული ტალღები გაზომეს. ამ პროცესში მათ შეეძლოთ დაენახათ, თუ რამდენად სწრაფად წყვეტდა ტვინიამოცანას. ექსპერიმენტის ბრმა მონაწილეებში გარკვეული სიგნალი ძალიან სწრაფად გამოჩნდა. ეს სიგნალი მიუთითებს, რომ წინადადება გაანალიზდა. თვალხილულ მონაწილეებში ეს სიგნალი გაცილებით გვიან გამოჩნდა. რატომ ამუშავებენ ბრმები მეტყველებას უფრო სწრაფად, ჯერჯერობით უცნობია. მაგრამ მეცნიერებს აქვთ თეორია. მათი აზრით, ბრმების ტვინი ინტენსიურად იყენებს ტვინის გარკვეულ უბანს. ეს ის უბანია, რომლითაც თვალხილული ადამიანები ვიზუალურ სტიმულებს ამუშავებენ. ეს უბანი ბრმა ადამიანებში მხედველობისთვის არ გამოიყენება. ასე რომ, ის "თავისუფალია" სხვა დავალებების შესასრულებლად. ამიტომ ბრმებს მეტი საშუალება აქვთ მეტყველების გასაანალიზებლად.

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.