belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

სხეული ლაპარაკზე რეაგირებს

მეტყველების დამუშავება ჩვენს ტვინში ხდება. როდესაც ვუსმენთ, ან ვკითხულობთ, ჩვენი ტვინი აქტიურია. ეს სხვადასხვა მეთოდით შეიძლება გაიზომოს. მაგრამ ლინგვისტურ სტიმულებზე მარტო ჩვენი ტვინი არ რეაგირებს. უახლესმა კვლევებმა უჩვენა, რომ მეტყველება ასევე ჩვენს სხეულს ააქტიურებს. ჩვენი სხეული მუშაობს, როდესაც ესმის გარკვეული სიტყვები, ან როდესაც კითხულობს მათ. გარდა ამისა, სიტყვები, რომლებიც ფიზიკურ რეაქციებს აღწერენ. ამის კარგი მაგალითთა სიტყვა ღიმილი. როდესაც ამ სიტყვას ვკითხულობთ, ჩვენს "ღიმილის კუნთებს" ვამოძრავებთ. გაზომვადი ეფექტი უარყოფით სიტყვებსაც აქვთ. ამის მაგალითია სიტყვა ტკივილი. როდესაც ამ სიტყვას ვკითხულობთ, ჩვენი სხეული ამჟღავნებს ტკივილის მკაფიო რეაქციას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვაკეთებთ იმის იმიტაციას, რასაც ვკითხულობთ, ან რაც გვესმის. რა უფრო მკაფიოა მეტყველება, მით უფრო მეტად ვრეაგირებთ მასზე. ამის შედეგად ზუსტ აღწერილობას ძლიერი რეაქცია მოყვება. სხეულის აქტივობა გაზომილი იყო კვლევისთვის. ექსპერიმენტის მონაწილეებს უჩვენეს სხვადასხვა სიტყვები. ეს იყო დადებითი და უარყოფით მნიშვნელობის მქონე სიტყვები. ტესტის მიმდინარეობისას ექსპერიმენტის მონაწილეების სახის გამომეტყველებები იცვლებოდა. ტუჩების და შუბლის მოძრაობები სხვადასხვანაირი იყო. ეს ამტკიცებს, რომ მეტყველებას ძლიერი გავლენა აქვს ჩვენზე. სიტყვები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კომუნიკაციის საშუალება. ჩვენს ტვინს მეტყველება სხეულის ენაში გადაჰყავს. თუ როგორ ხდება ეს, ჯერჯერობით დაუდგენელია. შესაძლებელია, რომ ამ კვლევის დასკვნებს შემდგომი შედეგები ჰქონდეს. ექიმები განიხილავენ, თუ როგორ უმკურნალონ პაციენტებს ყველაზე უკეთ. რადგან ბევრი ავადმყოფ ადამიანს მკურნალობის გრძელი კურსი სჭირდება. და ამ პროცესში ბევრი ლაპარაკის საჭირო...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.