belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ვისაც ლაპარაკი სურს, უნდა წეროს!

უცხო ენების სწავლა ყოველთვის ადვილი არ არის. ენის შემსწავლელებისთვის ლაპარაკი განსაკუთრებით ძნელია დასაწყისში. ბევრს ახალ ენაზე წინადადებების წარმოსათქმელად სითამამე არ ყოფნის. მათ ძალიან ეშინიათ შეცდომების დაშვების. ასეთი მოსწავლეებისთვის გამოსავალია წერა. რადგან მან, ვისაც კარგად უნდა ლაპარაკის სწავლა, რაც შეიძლება მეტი უნდა წეროს. წერა გვეხმარება ახალ ენასთან შეგუებაში. ამის ბევრი მიზეზი არსებობს. წერა ლაპარაკისგან განსხვავდება. ის ბევრად უფრო რთული პროცესია. წერის დროს მეტი დრო გვჭირდება იმის განსახილველად, თუ რომელი სიტყვა გამოვიყენოთ . ამ დროს ჩვენი ტვინი უფრო ინტენსიურად მუშაობს ახალ ენაზე. წერის დროს ასევე ბევრად უფრო მშვიდად ვართ. ჩვენს პასუხს არავის ელოდება . და ჩვენ ნელ-ნელა ვკარგავთ ენის შიშს. უფრო მეტიც, წერა ხელს უწყობს კრეატიულობას. თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობთ და ახალ ენას უფრო თავისუფლად ვიყენებთ. წერა ასევე მეტ დროს მოითხოვს ჩვენგან, ვიდრე ლაპარაკი. და ხელს უწყობს ჩვენს მეხსიერებას! მაგრამ წერის ყველაზე დიდი უპირატესობაა უპირო ფორმა. ანუ, შეგვიძლია ყურადღებით შევამოწმოთ ჩვენი სიტყვიერი ფორმულირების შედეგი. ყველაფერს მკაფიოდ ვხედავთ ჩვენს თვალწინ. ამ გზით თვითონვე შეგვიძლია ჩვენი შეცდომების გასწორება, და ამ პროცესში სწავლა. თეორიულად მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას წერთ ახალ ენაზე. მნიშვნელოვანია წინადადების რეგულარულად ფორმულირება წერილობით. თუ გინდათ ვარჯიში, უნდა მოძებნოთ მიმოწერის მეგობარი საზღვარგარეთ. მერე კი ოდესმე ერთმანეთს პირადად უნდა შეხვდეთ. და ნახავთ: ლაპარაკი ახლა ბევრად უფრო იოლია!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.