egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

მშობლიური ენა ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ენაა

ჩვენი მშობლიური ენა პირველი ენაა, რომელსაც ვსწავლობთ. ეს ავტომატურად ხდება, ისე, რომ ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ. ადამიანების უმრავლესობას მხოლოდ ერთი მშობლიური ენა აქვს. ყველა სხვა ენა ისწავლება, როგორც უცხო ენა. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც რამდენიმე ენასთან "ერთად" იზრდებიან. თუმცა, ჩვეულებრივ, ისინი ამ ენებზე "გამართულობის" სხვადასხვა ხარისხით ლაპარაკობენ . ხშირად ეს ენები ასევე სხვადასხვანაირად გამოიყენება. მაგალითად, ერთი ენა გამოიყენება სამსახურში. მეორე ენა გამოიყენება სახლში. ის, თუ როგორ ვლაპარაკობთ ენაზე, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. როდესაც ენას ადრეულ ბავშვობაში ვსწავლობთ, ჩვეულებრივ, მას ძალიან კარგად ვსწავლობთ. ჩვენი მეტყველების ცენტრი ყველაზე ეფექტიანად ცხოვრების ამ წლებში მუშაობს. მნიშვნელოვანია ასევე, თუ რამდენად ხშირად ვლაპარაკობთ ენაზე. რაც უფრო ხშირად ვიყენებთ ენას, მით უფრო უკეთ ვლაპარაკობთ ამ ენაზე. მაგრამ მკვლევარების აზრით, ადამიანი ვერასოდეს შეძლებს ორ ენაზე ერთნაირად კარგად ლაპარაკს. ერთი ენა ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი ენაა. ექსპერიმენტები, როგორც ჩანს, ამ ჰიპოთეზას ადასტურებს. ერთ კვლევაში მოხდა ბევრი სხვადასხვა ადამიანის ტესტირება. ექსპერიმენტში მონაწილეთა ნახევარი თავისუფლად ლაპარაკობდა ორ ენაზე. მშობლიური ენა იყო ჩინური, ხოლო ინგლისური - მეორე ენა. ექსპერიმენტის მონაწილეთა მეორე ნახევარი ლაპარაკობდა მხოლოდ ინგლისურზე, როგორც მშობლიურზე. ექსპერიმენტის მონაწილეებს მარტივი დავალებები უნდა გადაეჭრათ ინგლისურად. ამ დროს ზომავდნენ მათი ტვინის აქტივობას. და ექსპერიმენტის მონაწილეთა ტვინებმა უჩვენა განსხვავებები! ორენოვან ინდივიდებში ტვინის ერთი რეგიონი განსაკუთრებით აქტიური იყო. მეორეს მხრივ, ერთენოვან ინდივიდებში ტვინის ამ რეგიონში აქტიურობა არ გამოვლინდა. დავალებები ორივე ჯგუფმა სწრაფად და კარგად გადაჭრა. ამის მიუხედავად, ჩინელები ყველაფერს მაინც მშობლიურ ენაზე თარგმნიდნენ...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.