egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

არსებობს უნივერსალური გრამატიკა?

ენის სწავლისას ჩვენ ამავე დროს გრამატიკას ვსწავლობთ. როდესაც ბავშვები მშობლიურ ენას სწავლობენ, ეს ავტომატურად ხდება. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ მათი ტვინი სხვადასხვა წესს სწავლობს. მიუხედავად ამისა, ისინი თავიდანვე სწორად სწავლობენ თავის მშობლიურ ენას. რადგან ბევრი ენა არსებობს, არსებობს ასევე ბევრი გრამატიკული სისტემა. მაგრამ არსებობს თუ არა ასევე უნივერსალური ენა? მეცნიერები ამას დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ. პასუხის გაცემა ახალ კვლევებს შეუძლია. რადგან ტვინის მკვლევარებმა საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. მათ ექსპერიმენტებში მონაწილეებს გრამატიკის წესები უნდა ესწავლათ. ეს სუბიექტები ენების სასწავლებლის სტუდენტები იყვნენ. ისინი იაპონურს და იტალიურს სწავლობდნენ. გრამატიკული წესების ნახევარი მთლიანად გაყალბებული იყო. მაგრამ ექსპერიმენტებში მონაწილეებმა ეს არ იცოდნენ. სწავლის შემდეგ სტუდენტებს უჩვენეს წინადადებები. მათ უნდა შეეფასებინათ, სწორი იყო ეს წინადადებები, თუ არა. სანამ ისინი წინადადებებზე მუშაობდნენ, ხდებოდა მათი ტვინის გაანალიზება. ანუ, მკვლევარები მათი ტვინის აქტივობას ზომავდნენ. ამ გზით მათ შეეძლოთ შემოწმება, თუ როგორ რეაგირებდა ტვინი წინადადებებზე. როგორც ჩანს, ჩვენი ტვინი ცნობს გრამატიკას! მეტყველების დამუშავების დროს ტვინის გარკვეული უბნები აქტიურია. მათ შორის ერთ-ერთია ბროკას ცენტრი. ის მდებარეობს ტვინის მარცხენა ნახევარში. როდესაც მოსწავლეები ნამდვილი გრამატიკის წესებზე მუშაობდნენ, ის უბანი ძალიან აქტიური იყო. მეორეს მხრივ, გაყალბებული წესების შემთხვევაში აქტიურობა მკვეთრად ეცემოდა. ასე რომ, შესაძლოა, ყველა გრამატიკულ სისტემას ერთი და იგივე საფუძველი აქვს. და მაშინ ყველა მათგანი ერთსა და იმავე პრინციპებზე იქნებოდა დამყარებული. და ეს პრინციპები ჩვენთვის თანდაყოლილი იქნებოდა...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.