egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ენის შეცვლა = პიროვნების შეცვლას

ჩვენი ენა ჩვენ გვეკუთვნის. ის ჩვენი პიროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ ბევრი ადამიანი მრავალ ენაზე ლაპარაკობს. ნიშნავს თუ არა ეს იმას , რომ ამ ადამიანებში მრავალი პიროვნება ზის? მკვლევარების აზრით, დიახ, ნიშნავს! ენის შეცვლისას ჩვენ ამავე დროს ჩვენს პიროვნებას ვცვლით. ანუ, ჩვენ სხვანაირად ვიქცევით. ამ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ. მათ ორენოვანი ქალების ქცევა შეისწავლეს. ეს ქალები ბავშვობიდანვე ლაპარაკობდნენ ინგლისურად და ესპანურად. ისინი ერთნაირად იცნობდნენ ორივე ენას და კულტურას. ამის მიუხედავად, მათი ქცევა ენაზე იყო დამოკიდებული. ესპანურად ლაპარაკის დროს ეს ქალები უფრო თავდაჯერებულები იყვნენ. ისინი ასევე კომფორტულად გრძნობდნენ თავს, როდესაც მათ გარშემო ესპანურად ლაპარაკობდნენ. მაგრამ ინგლისურად ლაპარაკის დროს, მათი ქცევა შეიცვალა. ამ დროს ისინი ნაკლებად თავდაჯერებულები იყვნენ. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ქალები ასევე უფრო განმარტოებულები ჩანდნენ. ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ, განსაზღვრავს ჩვენ საქციელს. მკვლევარებმა ჯერ არ იციან ამის მიზეზი. შესაძლოა, ჩვენ კულტურული ნორმებით ვხელმძღვანელობთ. ლაპარაკის დროს ვფიქრობთ იმ კულტურაზე, საიდანაც ენა მომდინარეობს. ეს ავტომატურად ხდება. ამიტომ ვცდილობთ კულტურასთან ადაპტირებას. ვიქცევით იმგვარად, როგორც იმ კულტურაშია მიღებული. ჩინურად მოლაპარაკეები ძალიან გულჩათხრობილები არიან. მაგრამ როდესაც ინგლისურად ლაპარაკობდნენ, ისინი უფრო გახსნილები იყვნენ. შეიძლება, ქცევას იმიტომ ვიცვლით, რომ უკეთ მოვახდინოთ ინტეგრაცია. გვინდა რომ მათ ვგავდეთ, ვისაც ველაპარაკებით...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.