belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

გამოსახულებების ენა

გერმანული ანდაზა ამბობს: გამოსახულება ათას სიტყვაზე მეტს გვეუბნება. ეს ნიშნავს, რომ გამოსახულებებს ხშირად უკეთ იგებენ, ვიდრე ლაპარაკს. გამოსახულებებს ასევე უკეთ შეუძლიათ ემოციების გადმოცემა. ამის გამო რეკლამაში უამრავ გამოსახულებას იყენებენ. გამოსახულებები მეტყველებისგან განსხვავებულად ფუნქციონირებს. ისინი გვიჩვენებენ სხვადასხვა საგნებს ერთდროულად, და როგორც ერთობლიობას. ეს ნიშნავს, რომ მთელი გამოსახულება ერთიანად ახდენს გარკვეულ ეფექტს. რაც შეეხება მეტყველებას, გაცილებით მეტი სიტყვაა საჭირო. მაგრამ სურათები და მეტყველება თანაარსებობს. ჩვენ გვჭირდება მეტყველება სურათის აღსაწერად. ამის მსგავსად, ბევრი ტექსტის გაგება პირველად სურათების საშუალებით ხდება. კავშირს გამოსახულებებსა და ლაპარაკს შორის სწავლობენ ლინგვისტები. ეს საკითხი ასევე აჩენს კითხვას, არის თუ არა გამოსახულება სრულუფლებიანი ენა. თუ რაიმე მხოლოდ ფირზეა გადაღებული, შეგვიძლია გამოსახულებებს ვუყუროთ. მაგრამ ფილმის მესიჯი არ არის კონკრეტული. თუ გამოსახულების მიზანია მეტყველების ფუნქციის შესრულება, ის კონკრეტული უნდა იყოს. რაც უფრო ნაკლებს გამოხატავს გამოსახულება, მით უფრო მკაფიოა მისი მესიჯი. ამის კარგი მაგალითია პიქტოგრამები. პიქტოგრამები სურათებით გამოხატული მარტივი და მკაფიო სიმბოლოებია. ისინი ანაცვლებენ ვერბალურ ენას, და ამდენად, წარმოადგენენ ვიზუალური კომუნიკაციის ფორმას. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია პიქტოგრამა "მოწევა აკრძალულია". მასზე გამოხატულია ხაზგადასმული სიგარეტი. გამოსახულებები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გლობალიზაციის გამო. მაგრამ გამოსახულებების ენის სწავლაც ასევე დაგჭირდებათ. ეს ენა მთელ მსოფლიოში გასაგები არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ასე ჰგონია. რადგან ჩვენი კულტურა ზეგავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გვესმის გამოსახულებები. ის, რასაც ვხედავთ, ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. ზოგიერთი ადამიანი ხედავს არა სიგარეტებს, არამდე მხოლოდ მუქი ფერის ხაზებს.

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.