egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

გენების გავლენა ენაზე

ენა, რომელზეც ვლაპარაკობთ, დამოკიდებულია ჩვენს წარმომავლობაზე. მაგრამ ჩვენს ენაზე ასევე პასუხისმგებელია ჩვენი გენები. ამ დასკვნამდე შოტლანდიელი მკვლევარები მივიდნენ. მათ გამოიკვლიეს, თუ როგორ განსხვავდება ინგლისური ჩინურისგან. კვლევისას მათ აღმოაჩინეს, რომ აქ როლს გენებიც თამაშობენ. რადგან გენები განსაზღვრავს ჩვენი ტვინის განვითარებას. ანუ ისინი ახდენენ ჩვენი ტვინის სტრუქტურების ფორმირებას. ამით არის განპირობებული ჩვენი ენების ათვისების უნარი. ამაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ორი გენის ვარიანტი. თუ გარკვეული ვარიანტი სუსტია, ვითარდება ტონალური ენა. ასე რომ, ტონალურ ენაზე ლაპარაკობს ხალხი, რომელსაც გენის ეს ვარიანტი არა აქვს. ტონალურ ენებში სიტყვების მნიშვნელობა განისაზღვრება ტონის სიმაღლით. მაგალითად, ტონალურ ენებში შედის ჩინური. თუმცა, თუ გენის ეს ვარიანტი დომინირებს, ვითარდება სხვა ენა. ინგლისური ტონალური ენა არ არის. ამ გენის ვარიანტები არ არის თანაბრად განაწილებული. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში ისინი სხვადასხვა სიხშირით ვლინდება. მაგრამ ენები არსებობას აგრძელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი თაობებს გადაეცემა. ამისათვის ბავშვებს უნდა ჰქონდეთ მათი მშობლების ენის იმიტაციის უნარი. ანუ მათ უნდა ჰქონდეთ ენის კარგად სწავლის უნარი. და მხოლოდ მაშინ მოხდება ენის თაობიდან თაობაზე გადაცემა. გენის უფრო ძველი ვარიანტი ხელს უწყობს ტონალური ენების განვითარებას. ასე რომ, ძველად ალბათ უფრო მეტი ტონალური ენა არსებობდა, ვიდრე დღეს არსებობს. მაგრამ გენეტიკურ კომპონენტებს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიეცეს. ისინი შეიძლება მხოლოდ დამატებითი ინფორმაციის წყარო იყოს ენების განვითარების ახსნისას. მაგრამ არ არსებობს ინგლისურის გენი, ან ჩინურის გენი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ენის სწავლა. ამისათვის გენები არ გჭირდებათ, ამისათვის მხოლოდ ცნობისმოყვარეობა დადისციპლინაა საჭირო!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.