egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ენა და მუსიკა

მუსიკა მსოფლიო მასშტაბის მოვლენაა. დედამიწაზე მცხოვრები ყველა ხალხი წერს მუსიკას. და მუსიკა ყველა კულტურაში გასაგებია. ეს სამეცნიერო კვლევამ დაადასტურა. ამ კვლევაში დასავლურ მუსიკას ადამიანების იზოლირებულ ტომს ასმენინებდნენ. ამ აფრიკულ ტომს არავითარი შეხება არა აქვს თანამედროვე სამყაროსთან. მიუხედავად ამისა, მათ გამოიცნეს, თუ როდის ასმენინებდნენ მხიარულ სიმღერებს, და როდის - სევდიანს. ამის მიზეზი ჯერ გამოკვლეული არ არის. მაგრამ მუსიკა, როგორც ჩანს, არის ენა საზღვრებს გარეშე. და ჩვენ როგორღაც ვისწავლეთ მისი სწორი ინტერპრეტაცია. თუმცა, მუსიკას არ აქვს უპირატესობა ევოლუციური თვალსაზრისით. ის, რომ მისი გაგება ისედაც შეგვიძლია, დაკავშირებულია ჩვენს ენასთან. რადგან მუსიკა და ენა ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ისინი ტვინში ერთნაირად მუშავდება. ისინი ასევე ერთნაირად ფუნქციონირებენ. ორივე წარმოადგენს ტონების და ბგერების კომბინაციას გარკვეული წესების მიხედვით. მუსიკა ჩვილ ბავშვებსაც კი ესმით, მათ ეს მუცლად ყოფნის დროს ისწავლეს. მუცლად ყოფნის დროს ისინი დედის ენის მელოდიას ისმენენ. მას შემდეგ კი, რაც გარე სამყაროში აღმოჩნდებიან, მათ მუსიკის გაგება შეუძლიათ. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკა ენების მელოდიას ბაძავს. ემოცია ასევე გამოხატულია ტემპის საშუალებით როგორც ენაში, ისე მუსიკაში. ასე რომ, ჩვენი ლინგვისტური ცოდნის გამოყენებით, გვესმის მუსიკის ემოცია. სამაგიეროდ, მუსიკალური ადამიანები ენებს ხშირად ადვილად სწავლობენ. ბევრი მუსიკოსი ენებს ისე იმახსოვრებს, როგორც მელოდიას. ამ დროს მათ უკეთ შეუძლიათ ენის დამახსოვრება. საინტერესოა, რომ სხვადასხვა ქვეყნის იავნანას მთელ მსოფლიოში მსგავსი ჟღერადობა აქვს. ეს ადასტურებს, თუ რამდენად ინტერნაციონალურია მუსიკის ენა. და ის ალბათ ულამაზესია ყველა ენას შორის...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.