egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

მალტური ენა

ბევრი ევროპელი, ვისაც სურს საკუთარი ინგლისურის გაუმჯობესება, მალტაზე მიემგზავრება. რადგან ინგლისური ევროპის ჯუჯა სახელმწიფოების ოფიციალური ენაა. მალტა კი უამრავი ინგლისური სკოლით არის ცნობილი. მაგრამ ეს ქვეყანა ლინგვისტებისთვის ამის გამო არ არის საინტერესო. მათ მალტა სხვა მიზეზის გამო აინტერესებთ. მალტის რესპუბლიკას სხვა ოფიციალური ენა აქვს: მალტური ეს ენა არაბული დიალექტიდან წარმოიშვა. ამის გამო მალტური ერთადერთი სემიტური ენაა ევროპაში. თუმცა სინტაქსი და ფონოლოგია არაბული სინტაქსისა და ფონოლოგიისგან განსხვავდება. მალტური დამწერლობა ლათინურ ასოებს ემყარება. თუმცა ალფაბეტი რამდენიმე განსაკუთრებულ ნიშანსაც შეიცავს. ხოლო ასოები c და y მალტურში საერთოდ არ არის. ლექსიკონი მოიცავს ელემენტებს ბევრი განსხვავებული ენიდან. არაბულის გარდა, მალტურზე გავლენა მოახდინა იტალიურმა და ინგლისურმა. მაგრამ ენაზე გავლენა ასევე იქონიეს ფინიკიელებმა და კართაგენელებმა. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი მალტურს არაბულ კრეოლურ ენად თვლის. ისტორიის განმავლობაში მალტას სხვადასხვა სახელმწიფოები იპყრობდნენ. ყველა მათგანმა დატოვა თავისი კვალი კუნძულებზე მალტაზე, გოცოსა და კომინოზე. დიდი ხნის განმავლობაში, მალტური მხოლოდ ადგილობრივი დიალექტი იყო. მაგრამ ის ყოველთვის რჩებოდა "ნამდვილი" მალტელების მშობლიურ ენად. თაობებს ისიც მხოლოდ ზეპირად გადაეცემოდა. ამ ენაზე წერა მხოლოდ მე-19 საუკუნეში დაიწყეს. დღეს ამ ენაზე მოლაპარაკეთა რაოდენობა დაახლოებით 330,000-ია. მალტა ევროკავშირის წევრია 2004 წლიდან. ამის გამო მალტური ასევე ერთ-ერთი ოფიციალური ევროპული ენაა. მაგრამ მალტელებისთვის ეს ენა უბრალოდ მათი კულტურის ნაწილია. და მათთვის სასიამოვნოა, როდესაც უცხოელებს მალტურის სწავლა უნდათ. ენის სკოლები მალტაში ნამდვილად საკმარისი რაოდენობითაა...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.