egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ბასკური ენა

ესპანეთში ოთხი აღიარებული ენაა. ეს ენებია ესპანური, კატალონური, გალიციური და ბასკური. ბასკური ენა ერთადერთია, რომელსაც არა აქვს რომანული ფესვები. ბასკურზე ესპანეთ-საფრანგეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე ლაპარაკობენ. ბასკურზე დაახლოებით 800,000 ადამიანი ლაპარაკობს. ბასკური უძველეს ენად ითვლება ევროპაში. მაგრამ ამ ენის წარმოშობა ჯერ კიდევ გაურკვეველია. ამდენად, ბასკური დღეს ლინგვისტებისთვის გამოცანად რჩება. ბასკური ასევე ერთადერთი იზოლირებული ენაა ევროპაში. ანუ, ის გენეტიკურად არც ერთ სხვა ენას არ ენათესავება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მისი გეოგრაფიული მდებარეობა. ბასკი ხალხი ყოველთვის იზოლაციაში ცხოვრობდა მთებისა და სანაპიროების გამო. ამის გამო ენა გადარჩა ინდო-ევროპული ენების შემოჭრის შემდეგაც. ტერმინი ბასკი წარმოიშვა ლათინური vascones-გან. ბასკები საკუთარ თავს უწოდებენ Euskaldunak, ანუ ბასკურად მოლაპარაკეებს. ეს უჩვენებს, თუ რამდენად აიგივებენ თავს საკუთარ ენასთან, Euskara-სთან. ეუსკარა უპირატესად ზეპირად გადაეცემოდა თაობებს საუკუნეების განმავლობაში. ამიტომ წერილობითი წყაროები ცოტაა. ენა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე სტანდარტიზებული. ბასკების უმრავლესობა ორ ან რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს. მაგრამ ისინი ასევე ინარჩუნებენ ბასკურ ენას. რადგან ბასკეთის რეგიონი ავტონომიური რეგიონია. ეს ხელს უწყობს ენის პოლიტიკის პროცესებს და კულტურულ პროგრამებს. ბავშვებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ ბასკურ ან ესპანურ განათლებას შორის. არსებობს ასევე სხვადასხვა ტიპიურად ბასკური სახეობის სპორტი. ასე რომ, ბასკების კულტურას და ენას, როგორც ჩანს, აქვს მომავალი. სხვათა შორის, ერთი ბასკური სიტყვა მთელმა მსოფლიომ იცის. ეს არის "El Che"-ს გვარი - ... დიახ, სწორია, Guevara !

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.