egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

სწრაფი ენები, ნელი ენები

მსოფლიოში 6,000-ზე მეტი ენა არსებობს. მაგრამ ყველას ერთი და იგივე ფუნქცია აქვს. ისინი ინფორმაციის გაცვლაში გვეხმარებიან. ეს ყველა ენაში სხვადასხვა საშუალებით ხდება. რადგან ყველა ენა საკუთარი წესების მიხედვით "იქცევა". ასევე განსხვავდება ტემპი, რომლითაც ამა თუ იმ ენაზე ლაპარაკობენ. ლინგვისტებმა ეს სხვადასხვა სახის კვლევებით დაადასტურეს. ამ მიზნით მოკლე ტექსტები თარგმნილი იყო სხვადასხვა ენებზე. შემდეგ ეს ტექსტები ხმამაღლა წაიკითხეს მათ, ვისთვისაც ეს ენები მშობლიური ენები იყო. შედეგი ნათელი იყო. იაპონური და ესპანური ყველაზე სწრაფი ენებია. ამ ენებზე წამში დაახლოებით 8 მარცვალს წარმოთქვამენ. ჩინელები შედარებით ნელა ლაპარაკობენ. ისინი წამში მხოლოდ 5 მარცვალს წარმოთქვამენ. სისწრაფე დამოკიდებულია მარცვლების სირთულეზე. თუ მარცვლები რთულია, მათ წარმოთქმას მეტი დრო სჭირდება. მაგალითად, გერმანულში თითოეული მარცვალი 3 ბგერას შეიცავს. ამიტომ გერმანულ ენაზე შედარებით ნელა ლაპარაკობენ. თუმცა, სწრაფი ლაპარაკი არ ნიშნავს, რომ სათქმელი უფრო ბევრია. პირიქით! მარცვლები, რომლებიც სწრაფად წარმოითქმის, მცირე ინფორმაციას შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ იაპონელები სწრაფად ლაპარაკობენ, ისინი შინაარსის მცირე მოცულობას გადასცემენ. მეორეს მხრივ, "ნელი" ჩინელები ცოტა სიტყვებით ბევრს ამბობენ. ინგლისური მარცვლები ასევე დიდი ოდენობის ინფორმაციას შეიცავს. საინტერესოა: შეფასებული ენები თითქმის ერთნაირად ეფექტიანია! ეს ნიშნავს, რომ ის, ვინც ნელა ლაპარაკობს, მეტს ამბობს. მას კი, ვინც სწრაფად ლაპარაკობს, მეტი სიტყვები სჭირდება. საბოლოოდ, საკუთარ მიზანს ყველა დაახლოებით ერთსა და იმავე დროში აღწევს.

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.