egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

უნივერსალური ენა ინგლისური

ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა მსოფლიოში. მაგრამ მანდარინი, ანუ უმაღლესი ჩინური, ყველაზე მეტი ადამიანის მშობლიურიენაა. ინგლისური "მხოლოდ" 350 მილიონი ადამიანის მშობლიური ენაა. მიუხედავად ამისა, ინგლისურს უდიდესი გავლენა აქვს სხვა ენებზე. მე-20 საუკუნის შუა პერიოდის შემდეგ მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამის ძირითადი მიზეზია აშშ-ს სუპერსახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ინგლისური პირველი უცხო ენაა, რომელიც ბევრი ქვეყნის სკოლებში ისწავლება. საერთაშორისო ორგანიზაციები ინგლისურს ოფიციალურ ენად იყენებენ. ინგლისური ასევე ბევრი ქვეყნის ოფიციალური ენა ან სალაპარაკო ენაა. თუმცა შესაძლებელია, რომ მალე ეს ფუნქციები სხვა ენებმა აიღონ. ინგლისური ეკუთვნის დასავლეთ გერმანიკულ ენებს. ამიტომ ის ახლოს დგას, მაგალითად, გერმანულთან. მაგრამ ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა ბოლო 1,000 წლის განმავლობაში. ადრე ინგლისური ფლექტიური ენა იყო. გრამატიკული ფუნქციის მქონე დაბოლოებების უმრავლესობა გაქრა. ამიტომ ინგლისური შეიძლება იზოლირებულ ენებს მივაკუთვნოთ. ამ ტიპის ენა ჩინურს უფრო გავს, ვიდრე გერმანულს. მომავალში ინგლისური ენა კიდევ უფრო გამარტივდება. დიდი ალბათობით, არაწესიერი ზმნები გაქრება. ინგლისური სხვა ინდო-ევროპულ ენებთან შედარებით მარტივი ენაა. მაგრამ ინგლისური ორთოგრაფია ძალიან ძნელია. ეს იმის ბრალია, რომ მართლწერა და გამოთქმა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. ინგლისური ორთოგრაფია საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მაგრამ ძალიან შეიცვალა გამოთქმა. ამის შედეგად, დამწერლობა ისეთივეა, როგორიც 1400 წელს იყო. ასევე ბევრი წესიდან გადახრაა გამოთქმაში. მხოლოდ სიტყვების კომბინაციის ough6 სხვადასხვა ვარიანტი არსებობს! შეამოწმე შენი ცოდნა! - thorough, thought, through, rough, bough, cough.

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.