egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ცხოველების ენა

როდესაც გვინდა საკუთარი თავი გამოვხატოთ, ჩვენს მეტყველებას ვიყენებთ. ცხოველებს ასევე აქვთ საკუთარი ენა. ისინი ამ ენას ზუსტად ისე იყენებენ, როგორც ადამიანები. ანუ ისინი ერთმანეთს ელაპარაკებიან ინფორმაციის გაცვლის მიზნით. ძირითადად ყველა სახეობის ცხოველს განსაკუთრებული ენა აქვს. ერთმანეთთან ტერმიტებიც კი ურთიერთობენ. საფრთხის დროს ისინი სხეულით მიწაზე ეხეთქებიან. ეს მათთვის ერთმანეთის გაფრთხილების საშუალებაა. სხვა სახეობის ცხოველები მტერთან მიახლოებისას უსტვენენ. ფუტკრები ერთმანეთს ცეკვის საშუალებით ესაუბრებიან. ამ გზით ისინი უჩვენებენ სხვა ფუტკრებს, თუ სად არის საკვები. ვეშაპები გამოსცემენ ბგერებს, რომლებიც 5,000 კილომეტრის დაშორებით ისმის. ისინი ერთმანეთთან განსაკუთრებული სიმღერების საშუალებით ურთიერთობენ. სპილოები ასევე უგზავნიან ერთმანეთს სხვადასხვა სახის აკუსტიკურ სიგნალებს. მაგრამ ადამიანებს ისინი არ ესმით. ცხოველთა ენების უმრავლესობა ძალიან რთულია. ისინი სხვადასხვა ნიშნების კომბინაციისგან შედგება. გამოიყენება აკუსტიკური, ქიმიური და ოპტიკური სიგნალები. გარდა ამისა, ცხოველები სხვადასხვა სახის ჟესტებს იყენებენ. დღესდღეობით ადამიანს შესწავლილი აქვს საყვარელი შინაური ცხოველების ენა. მათ იციან, თუ როდის არის ძაღლი კმაყოფილი. და შეუძლიათ მიხვდნენ, თუ როდის უნდა კატას მარტო დარჩენა. თუმცა, კატების და ძაღლების ენა ძალიან განსხვავებულია. ბევრი სიგნალი ერთმანეთის სრულიად საპირისპიროც კია. დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ ამ ორ ცხოველს უბრალოდ არ უყვარდა ერთმანეთი. მაგრამ მათ ერთმანეთის არასწორად ესმით. ეს იწვევს პრობლემებს ძაღლებსა და კატებს შორის. ასე რომ, ცხოველებიც კი ჩხუბობენ გაუგებრობების გამო...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.