egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ნიჭიერი ლინგვისტი ბავშვი

მათ ლაპარაკის დაწყებამდეც კი ძალიან ბევრი იციან ენის შესახებ. ეს სხვადასხვა სახის ექსპერიმენტმა უჩვენა. ბავშვის განვითარების კვლევა ბავშვთა სპეციალურ ლაბორატორიებში ხდება. ასევე იკვლევენ, თუ როგორ სწავლობს ბავშვი ენას. ბავშვები აშკარად უფრო გონიერები არიან, ვიდრე დღემდე გვეგონა. მათ 6 თვის ასაკშიც კი არაერთი ლინგვისტური უნარი აქვთ. მაგალითად, მათ შეუძლიათ საკუთარი მშობლიური ენის გამოცნობა. ფრანგი და გერმანელი ჩვილები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ გარკვეულ ტონებზე. სტრესის განსხვავებული მოდელები იწვევს განსხვავებულ ქცევას. ასე რომ, ჩვილები გრძნობენ მშობლიური ენის ტონს. ძალიან პატარა ბავშვებს შეუძლიათ რამდენიმე სიტყვის დამახსოვრება. ჩვილების ენობრივი განვითარებისთვის მშობლები ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ჩვილები ურთიერთობას დაბადებიდანვე საჭიროებენ. მათ უნდათ დედასთან და მამასთან ურთიერთობა. აუცილებელია, რომ ურთიერთობას დადებითი ემოციები ახლდეს. მშობლები არ უნდა იყვნენ სტრესის ქვეშ, როდესაც თავიანთ ჩვილ ბავშვებს ელაპარაკებიან. ასევე არ არის სწორი მათთან იშვიათად ლაპარაკი. სტრესმა ან სიჩუმემ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩვილებზე. ჩვილების ენობრივმა განვითარებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა განიცადოს. ჩვილები სწავლას ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს იწყებენ! ისინი მეტყველებაზე დაბადებამდე რეაგირებენ. მათ ზუსტად შეუძლიათ აკუსტიკური სიგნალების აღქმა. დაბადების შემდეგ მათ ამ სიგნალების ამოცნობა შეუძლიათ. ჩვილებს მუცლად ყოფნის პერიოდში ენების რიტმის სწავლაც კი შეუძლიათ. ჩვილებს უკვე ესმით საკუთარი დედის ხმა მუცლად ყოფნისას. ასე რომ, მუცლად მყოფ ჩვილს შეგიძლიათ ელაპარაკოთ კიდეც. თუმცა ძალიანაც არ უნდა გადააჭარბოთ... დაბადების შემდეგ ბავშვს პრაქტიკისთვის უამრავი დრო ექნება!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.