egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ლინგვისტური გენიოსები

ადამიანების უმრავლესობა კმაყოფილია, თუ ერთ უცხო ენაზე ლაპარაკი შეუძლია. მაგრამ არსებობენ ასევე ადამიანები, რომლებმაც 70 ენაზე მეტი იციან. მათ შეუძლიათ ამ ყველა ენაზე თავისუფლად ლაპარაკი და სწორად წერა. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ არსებობენ ჰიპერპოლიგლოტი ადამიანები. მულტილინგვალიზმის მოვლენა არსებობდა საუკუნეების მანძილზე. ასეთი ნიჭის მქონე ადამიანების შესახებ არსებობს დიდი მოცულობის ინფორმაცია. ჯერჯერობით საფუძვლიანად გამოკვლეული არ არის, თუ საიდან მოდის ეს ნიჭი. ამის შესახებ არსებობს განსხვავებული სამეცნიერო თეორიები. ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით მრავალ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების ტვინი სხვანაირადაა სტრუქტურირებული. ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბროკას ცენტრში. ტვინის ამ ნაწილში ხდება მეტყველების წარმოქმნა. მრავალ ენაზე მოლაპარაკე ადამიანების ტვინის ამ ნაწილის უჯრედები განსხვავებული შენებისაა. შესაძლებელია, ისინი ამის გამო უკეთ ამუშავებენ ინფორმაციას. თუმცა, ამ თეორიის დამამტკიცებელი შემდგომი კვლევები არ არსებობს. ალბათ გადამწყვეტი მხოლოდ განსაკუთრებული მოტივაციაა. ბავშვები უცხო ენებს ძალიან სწრაფად სწავლობენ სხვა ბავშვებისგან. ეს იმ ფაქტის გამო ხდება, რომ თამაშის დროს მათ სურთ სხვა ბავშვებთან შერევა. მათ უნდათ გახდნენ ჯგუფის წევრები და ურთიერთობა დაამყარონ სხვებთან. აღნიშნულის გამო, მათი წარმატება ენის სწავლაში დამოკიდებულია მათ ნებაზე გახდნენ ჯგუფის წევრები. მეორე თეორიის მიხედვით ტვინის ნივთიერება იზრდება სწავლის საშუალებით. ამიტომ რაც უფრო მეტს ვსწავლობთ, მით უფრო ადვილი ხდება სწავლა. ენები, რომლებიც ერთმანეთს გავს, ასევე უფრო ადვილი სასწავლია. ასე რომ, ადამიანი, რომელმაც იცის დანიური, სწრაფად ისწავლის შვედურს ან ნორვეგიულს. ბევრი კითხვა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. თუმცა, სარწმუნო ის არის, რომ გონებრივი შესაძლებლობები აქ არაფერ შუაშია. ზოგიერთი ბევრ ენაზე ლაპარაკობს მიუხედავად დაბალი გონებრივი შესაძლებლობებისა. მაგრამ უდიდეს ლინგვისტ-გენიოსსაც კი მკაცრი დისციპლინა სჭირდება. ეს ცოტა დამამშვიდებელია, ასე არ არის?

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.