belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ენის განვითარება

გასაგებია, თუ რატომ ველაპარაკებით ერთმანეთს. ჩვენ გვინდა მოსაზრებების გაცვლა და ერთმანეთის გაგება. მეორეს მხრივ, ნაკლებად გასაგებია, თუ ზუსტად როგორ წარმოიშვა ენა. ამის შესახებ არსებობს უამრავი თეორია. ეს უტყუარია, რომ ენა ძალიან ძველი მოვლენაა. ლაპარაკის წინაპირობას გარკვეული ფიზიკური თვისებები წარმოადგენდა. ისინი საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენ ბგერების წარმოქმნა შეგვძლებოდა. უძველეს ადამიანებს, როგორებიც ნეანდერტალელები იყვნენ, ჰქონდათ საკუთარი ხმის გამოყენების უნარი ამ გზით ისინი საკუთარ თავს ცხოველებისგან ასხვავებდნენ. გარდა ამისა, მაღალი, უხეში ხმა მნიშვნელოვანი იყო თავდაცვისთვის. მისი საშუალებით ადამიანს შეეძლო მტრის დაფრთხობა ან შეშინება. იმ უძველეს დროში ადამიანი უკვე აკეთებდა იარაღებს და აღმოჩენილი ჰქონდა ცეცხლი. ეს ცოდნა როგორღაც უმცროსი თაობებისთვის უნდა გადაეცათ. ლაპარაკი ასევე მნიშვნელოვანი იყო ჯგუფური ნადირობის დროს. ჯერ კიდევ 2 მილიონი წლის წინ ადამიანებს ერთმანეთის მარტივად ესმოდათ. პირველი ლინგვისტური ელემენტები იყო ნიშნები და ჟესტები. მაგრამ ადამიანებს უნდოდათ სიბნელეშიც ჰქონოდათ კომუნიკაციის უნარი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მათთვის ასევე აუცილებელი იყო ერთმანეთთან ელაპარაკათ ისე, რომ ერთმანეთისთვის არ ეყურებინათ. ამდენად, ადამიანმა დაიწყო ხმის გამოყენება, და ხმამ ჩაანაცვლა ჟესტები. დღეს ფიქრობენ, რომ ენა, სულ ცოტა, 50,000 წლისაა. როდესაც "ჰომო საპიენსმა" აფრიკა დატოვა, მან ენა მთელ მსოფლიოში გაავრცელა. ენები ერთმანეთს გამოეყო სხვადასხვა რეგიონებში. ანუ გაჩნდა განსხვავებულ ენათა ჯგუფები. თუმცა ისინი მხოლოდ ენობრივი სისტემის საფუძვლებს შეიცავდნენ. პირველი ენები გაცილებით ნაკლებად რთული იყო, ვიდრე თანამედროვე ენები. მათი შემდგომი განვითარება მოხდა გრამატიკის, ფონოლოგიის და სემანტიკის საშუალებით. უნდა ითქვას, რომ განსხვავებულ ენებს განსხვავებული გადაწყვეტა აქვს. თუმცა პრობლემა ყოველთვის ერთიდაიგივე იყო : როგორ უნდა გამოვხატო ის, რასაც ვფიქრობ?

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.