egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ბავშვები ტუჩების მოძრაობას კითხულობენ!

როდესაც ბავშვები ლაპარაკს სწავლობენ, ისინი საკუთარი მშობლების ტუჩებზე ამახვილებენ ყურადღებას. ეს ბავშვთა ასაკის ფსიქოლოგებმა დაადგინეს. ბავშვები იწყებენ ტუჩებიდან კითხვას დაახლოებით ექვსი თვის ასაკში. ამ გზით ისინი სწავლობენ, თუ რა ფორმა უნდა მისცენ ტუჩებს ბგერების გამოცემის მიზნით. როდესაც ბავშვები ერთი წლის ხდებიან, მათ უკვე შეუძლიათ ცოტა სიტყვების გაგება. ამ ასაკიდან მოყოლებული ისინი ადამიანებს კვლავ თვალებში უყურებენ. ამგვარად ბავშვები უამრავ ინფორმაციას იღებენ. თვალებში ყურებით მათ შეუძლიათ გაიგონ გახარებულები არიან მათი მშობლები, თუ მოწყენილები. ამ გზით ისინი ეცნობიან გრძნობების სამყაროს. საინტერესოა, როდესაც ბავშვებს ვინმე უცხო ენაზე ელაპარაკება. მაშინ ბავშვები ისევ იწყებენ ტუჩებიდან კითხვას. ამგვარად ისინი ასევე სწავლობენ უცხო ბგერების წარმოთქმას. ასე რომ, როდესაც ბავშვებს ელაპარაკებით, მათ ყოველთვის უნდა უყუროთ. გარდა ამისა, საჭიროა ბავშვებთან საუბარი მათი ენის განვითარებისთვის. კერძოდ, მშობლები ხშირად იმეორებენ, რასაც ბავშვები ამბობენ. ამგვარად ბავშვები იღებენ რეაქციას. ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამგვარად ისინი იგებენ, რომ მათი ესმით. ეს დადასტურება იწვევს ბავშვების მოტივაციას. ისინი ხალისით აგრძელებენ ლაპარაკის სწავლას. ასე რომ, ბავშვებისთვის მხოლოდ აუდიოფირის მოსმენა საკმარისი არ არის. კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვებს ნამდვილად შეუძლიათ ტუჩებიდან კითხვა. ექსპერიმენტებში ჩვილ ბავშვებს უჩვენეს ვიდეოები გახმოვანების გარეშე. ვიდეოები იყო როგორც მშობლიურ, ისე უცხო ენაზე. ბავშვები უფრო ხანგრძლივად უყურებდნენ ვიდეოებს მშობლიურ ენაზე. ამ დროს ისინი შესამჩნევად უფრო ყურადღებით იყვნენ. მაგრამ პირველი სიტყვები, რომლებსაც ბავშვები ამბობენ, ერთნაირია მთელ მსოფლიოში. "მამა" და "დედა" - ყველა ენაზე ადვილი სათქმელია!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.