egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ენის ცვალებადობა

სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ყოველდღიურად იცვლება. ამის შედეგად, ჩვენი ენა ვერასოდეს იქნება სტაგნაციის მდგომარეობაში. ის აგრძელებს განვითარებას ჩვენთან ერთად და ამდენად, დინამიურია. ამ ცვლილებამ შეიძლება ენის ყველა მახასიათებელზე მოახდინოს გავლენა. ანუ ის შეიძლება შეეხოს ენის სხვადასხვა ასპექტს. ფონოლოგიური ცვლილებები გავლენას ახდენს ენის ბგერით სისტემაზე. სემანტიკური ცვლილებების შემთხვევაში იცვლება სიტყვების მნიშვნელობა. ლექსიკური ცვლილებები მოიცავს ლექსიკონის ცვლილებებს. გრამატიკული ცვლილებები ცვლის გრამატიკულ სტრუქტურებს. ლინგვისტური ცვლილებების მიზეზები მრავალფეროვანია. გრამატიკული ცვლილებები ცვლის გრამატიკულ სტრუქტურებს. სპიკერებს/მოლაპარაკეებს ან მწერლებს სურთ დროის და ძალისხმევის დაზოგვა. ამის გამო ისინი საკუთარ მეტყველებას ამარტივებენ. ინოვაციებმა ასევე შეიძლება შეუწყოს ხელი ენის ცვლილებას. ასე ხდება, მაგალითად, როდესაც რაღაც ახალს იგონებენ. ამ რაღაც ახალს დასახელება სჭირდება, და ამიტომ ჩნდება ახალი სიტყვები. ენის ცვლილება, ჩვეულებრივ, არ არის დაგეგმილი. ეს ბუნებრივი პროცესია და ხშირად ავტომატურად ხდება. მაგრამ სპიკერებს/მოლაპარაკეებს ასევე საკმაოდ შეგნებულად შეუძლიათ ცვლილებების შეტანა მათ ენაში. ისინი ამას აკეთებენ, როდესაც რაღაც განსაკუთრებული ეფექტის მიღწევა უნდათ. ენის ცვლილებას ხელს ასევე უწყობს უცხო ენების გავლენა. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა გლობალიზაციის ეპოქაში. ინგლისური ენის გავლენა სხვა ენებზე უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ენის. ინგლისური სიტყვების აღმოჩენას ყველა ენაში შეძლებთ. მათ ანგლიციზმები ეწოდება. უძველესი დროიდან ენის ცვლილებას აკრიტიკებდნენ, და არსებობდა მისი შიში. ამა დროს, ენის ცვლილება დადებითი ნიშანია. რადგან ის ამტკიცებს: ენა ცოცხალია - ისევე როგორც ჩვენ!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.