belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ტონალური ენები

ენების უმრავლესობა, რომლებზეც მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ, ტონალური ენებია. ტონალური ენების შემთხვევაში ტონის სიმაღლე უმნიშვნელოვანესია. ისინი განსაზღვრავენ სიტყვის ან მარცვლის მნიშვნელობას. ამდენად, ტონი მჭიდროდ უკავშირდება სიტყვას. ენების უმრავლესობა, რომლებზეც აზიაში ლაპარაკობენ, ტონალური ენებია. მაგალითად, ჩინური, ტაილანდური და ვიეტნამური. არაერთი ტონალური ენა არსებობს ასევე აფრიკაში. ამერიკაში ბევრი ადგილობრივი ენა ასევე ტონალური ენაა. ინდო-ევროპული ენები უპირატესად მხოლოდ შეიცავენ ტონალურ ელემენტებს. მაგალითად, ეს ეხება შვედურს და სერბულს. ცალკეულ ენებში ტონის სიმაღლის სიხშირე ცვალებადობს. ჩინურში არჩევენ ოთხ სხვადასხვა ტონს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მარცვალს ma შეიძლება ჰქონდეს ოთხი მნიშვნელობა. ეს მნიშვნელობებია დედა, კანაფი, ცხენი და აღშფოთებით ლაპარაკი. საინტერესოა, რომ ტონალურ ენებს ასევე გავლენა აქვს ჩვენს სმენაზე. ეს დაადასტურა აბსოლუტური სმენის კვლევებმა. აბსოლუტური სმენა არის გაგონილი ტონების ზუსტად გამოცნობის უნარი. აბსოლუტური სმენა ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ძალიან იშვიათია. ის აქვს 1 ადამიანზე უფრო ნაკლებს 10,000-ში. სხვა სიტუაციაა ჩინურზე, როგორც მშობლიურ ენაზე მოლაპარაკეებს შორის. აქ ეს განსაკუთრებული უნარი 9-ჯერ მეტ ადამიანს აქვს. ჩვენ ყველას აბსოლუტური სმენა გვქონდა ჩვილობაში. ეს უნარი გამოვიყენეთ, რომ სწორად ლაპარაკი გვესწავლა. სამწუხაროდ, მოგვიანებით ადამიანების უმრავლესობამ ეს უნარი დაკარგა. ტონების სიმაღლე ასევე მნიშვნელოვანია მუსიკაში. ეს განსაკუთრებით იმ კულტურებს ეხება, სადაც ტონალურ ენაზე ლაპარაკობენ. ისინი ძალიან ზუსტად უნდა მიჰყვნენ მელოდიას. სხვაგვარად მშვენიერი სიმღერა სიყვარულზე აბსურდულ სიმღერად გადაიქცევა!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.