egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

წარმატებით ლაპარაკის სწავლა შესაძლებელია!

ლაპარაკი შედარებით ადვილია. მეორეს მხრივ, წარმატებით ლაპარაკი ბევრად უფრო ძნელია. ანუ, უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვამბობთ, ვიდრე ის, თუ რას ვამბობთ. ეს სხვადასხვა კვლევებმა დაადასტურა. მსმენელები ქვეცნობიერად აქცევენ ყურადღებას მოლაპარაკის გარკვეულ თვისებებს. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ იმაზე, კარგად იქნება მიღებული ჩვენი სიტყვა, თუ არა. საჭიროა მხოლოდ ყოველთვის დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ვლაპარაკობთ. ეს ასევე ეხება ჩვენი სხეულის ენას. ის უნდა იყოს ავთენტური და შეესაბამებოდეს ჩვენს პიროვნებას. ხმას ასევე აქვს მნიშვნელობა, რადგან მასაც ყოველთვის აფასებენ. მაგალითად, მამაკაცების შემთხვევაში უფრო ხელსაყრელია დაბალი ხმა. მისი საშუალებით მოლაპარაკე თავდაჯერებულად და კომპეტენტურად გამოიყურება. მეორეს მხრივ, ხმის ცვალებადობას ეფექტი არა აქვს. თუმცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ლაპარაკის ტემპი. საუბრების წარმატება გაანალიზებული იყო ექსპერიმენტებში. წარმატებული ლაპარაკი ნიშნავს სხვების დარწმუნების უნარს. ვისაც სხვების დარწმუნება სურს, არ უნდა ილაპარაკოს ძალიან სწრაფად. სხვაგვარად რჩება შთაბეჭდილება, რომ ის არ არის გულწრფელი. მაგრამ ძალიან ნელა ლაპარაკიც არ არის ხელსაყრელი. ადამიანები, რომლებიც ძალიან ნელა ლაპარაკობენ, ტოვებენ არცთუ ჭკვიანიადამიანების შთაბეჭდილებას. ამდენად, ყველაზე უკეთესია საშუალო ტემპით საუბარი. იდეალურია 3.5 სიტყვა წამში. საუბრის დროს ასევე მნიშვნელოვანია პაუზები. ისინი ჩვენს მეტყველებას უფრო ბუნებრივს და სარწმუნოს ხდიან. ამის გამო მსმენელები გვენდობიან. იდეალურია 4 ან 5 პაუზა წუთში. ასე რომ, ეცადეთ უკეთ აკონტროლოთ თქვენი მეტყველება! მერე კი შეგიძლიათ შემდეგ ინტერვიუზე წახვიდეთ...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.