egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ენა და რეკლამა

რეკლამა კომუნიკაციის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს. მას სურს კონტაქტის დამყარება მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის. ყველა ტიპის კომუნიკაციის მსგავსად, რეკლამასაც ხანგრძლივი ისტორია აქვს. პოლიტიკოსების ან ტავერნების რეკლამირება ანტიკურ ეპოქაშიც კი ხდებოდა. რეკლამის ენა რიტორიკის განსაკუთრებულ ელემენტებს იყენებს. რადგან მას აქვს მიზანი, და ამდენად, წარმოადგენს დაგეგმილ კომუნიკაციას. საჭიროა, რომ ჩვენ, როგორც მომხმარებლებმა გავაცნობიეროთ; ჩვენი ინტერესი აღძვრას საჭიროებს. თუმცა, მთავარია ჩვენ აუცილებლად მოგვინდეს პროდუქტი და ვიყიდოთ ის. ამის გამო რეკლამის ენა ტიპიურად ძალიან მარტივია. გამოიყენება მხოლოდ ცოტა სიტყვები და მარტივი სლოგანები. ამ გზით ჩვენს მეხსიერებას უნდა შეეძლოს შინაარსის კარგად დამახსოვრება. ხშირად იხმარება გარკვეული ტიპის სიტყვები, მაგალითად ზედსართავები და აღმატებითი ხარისხის ფორმები. ისინი აღწერს პროდუქტს, როგორც განსაკუთრებულად სასარგებლოს. ამის შედეგად, რეკლამის ენა, ჩვეულებრივ, ძალიან დადებითია. საინტერესოა, რომ რეკლამის ენაზე ყოველთვის ახდენს გავლენას კულტურა. ანუ რეკლამის ენა ძალიან ბევრს გვეუბნება საზოგადოების შესახებ. დღეს ბევრ ქვეყანაში დომინირებს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "სილამაზე" და "ახალგაზრდობა". ასევე ხშირად გვხვდება სიტყვები "მომავალი" და უსაფრთხოება". ინგლისური პოპულარულია, განსაკუთრებით დასავლურ საზოგადოებებში. ინგლისური ითვლება თანამედროვე და საერთაშორისო ენად. ამის გამო ის კარგად "მუშაობს" ტექნიკური პროდუქტების შემთხვევაში. ელემენტები რომანული ენებიდან გამოხატავს პრივილეგიას და ძლიერ ემოციას. პოპულარულია მათი გამოყენება საკვების ან კოსმეტიკის სფეროში. დიალექტზე მოლაპარაკეებს სურთ ყურადღების გამახვილება ისეთი ფასეულობებზე, როგორიცაა სამშობლო და ტრადიცია. პროდუქტების დასახელებები ხშირად ნეოლოგიზმებია, ან ახლად წარმოქმნილი სიტყვები. მათ, ჩვეულებრივ, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა, და მხოლოდ სასიამოვნო ბგერებია. მაგრამ ზოგიერთი პროდუქტის დასახელებას ნამდვილად შეუძლია კარიერის შექმნა! მტვერსასრუტის (ინგლისური) დასახელება ზმნადაც კი იქცა - to hoover (მტვერსასრუტით გაწმენდა)

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.