belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

შესვენება მნიშვნელოვანია სწავლაში წარმატების მისაღწევად

ვისაც სურს წარმატებას მიაღწიოს სწავლაში, ხშირად უნდა შეისვენოს! ამ დასკვნამდე ახალი სამეცნიერო კვლევები მივიდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს სწავლის ფაზები. ამ პროცესში განხორციელდა სხვადასხვა სახის სასწავლო გარემოს სიმულირება. ჩვენ ინფორმაციას ყველაზე კარგად მცირე ნაწილებად ვითვისებთ. ეს ნიშნავს, რომ ერთბაშად ძალიან ბევრი არ უნდა ვისწავლოთ. კურსის ცალკეულ თავებს შორის ყოველთვის უნდა შევისვენოთ. კერძოდ, ჩვენი წარმატება სწავლაში დამოკიდებულია ბიოქიმიურ პროცესებზე. ეს პროცესები ტვინში მიმდინარეობს. ისინი განსაზღვრავენ ჩვენს ოპტიმალურ სასწავლო რიტმს. როდესაც რაიმე ახალს ვსწავლობთ, ჩვენი ტვინი გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ნივთიერებები ზემოქმედებენ ჩვენი ტვინის უჯრედების აქტივობაზე. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორი სხვადასხვა კონკრეტული ფერმენტი. ისინი გამოიყოფა ახალი მასალის სწავლის დროს. მაგრამ ისინი ერთად არ გამოიყოფა. მათი გავლენა ვლინდება გარკვეული დროის შემდეგ. თუმცა, ჩვენ უკეთესად ვსწავლობთ, როდესაც ორივე ფერმენტი ერთდროულად არის ორგანიზმში. და ჩვენი წარმატება მნიშვნელოვნად იზრდება, როდესაც უფრო ხშირად ვისვენებთ. ასე რომ, გონივრულია, თუ ცალკეული სასწავლო ფაზების ხანგრძლივობა განსხვავებული იქნება. შესვენების ხანგრძლივობა ასევე უნდა ცვალებადობდეს. იდეალურია დასაწყისში გაკეთდეს ორი ათწუთიანი შესვენება. შემდეგ - ერთი ხუთწუთიანი შესვენება. შემდეგ უნდა შეისვენოთ 30 წუთით. შესვენებების დროს თქვენი ტვინი ახალ მასალას უკეთესად იმახსოვრებს. შესვენებების დროს სამუშაო ადგილი უნდა დატოვოთ. კარგი იქნება ასევე, თუ შესვენებების დროს იმოძრავებთ. ასე რომ, გაიარ-გამოიარეთ ხოლმე მეცადინეობებს შორის! და თავს ცუდად ნუ იგრძნობთ - თქვენ სწავლობთ შესვენებების დროს!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.