egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

შექმნილი ესპერანტო

დღეს ინგლისური ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსალური ენაა. ითვლება, რომ მისი გამოყენებით ყველას შეუძლია ერთმანეთთან ურთიერთობა. ამ მიზნის მიღწევა სხვა ენებსაც სურთ. მაგალითად, შექმნილ ენებს. ასეთ ენები გამიზნულად არის შექმნილი და განვითარებული. ეი. არსებობს გეგმა, რომლის მიხედვით ისინი იქმნება. ამ ენების შესაქმნელად სხვადასხვა ენების ელემენტებს ერთმანეთში ურევენ. ამ გზით მათი სწავლა რაც შიძლება ბევრი ადამიანისთვის იქნება ადვილი. ყოველი შექმნილი ენის მიზანია საერთაშორისო კომუნიკაცია. ყველაზე უკეთ ცნობილი შექმნილი ენაა ესპერანტო. მისი წარდგენა პირველად მოხდა 1887 წელს ვარშავაში. მისი შემქმნელი იყო მხატვარი ლუდვიკ ლ. ზამენჰოფი. ის ფიქრობდა, რომ (სოციალური) არეულობის მიზეზი კომუნიკაციის პრობლემა იყო. ამიტომ მას სურდა შეექმნა ენა ადამიანების ერთმანეთთან დასაახლოვებლად. ამ ენის საშუალებით ადამიანები ერთმანეთს დაელაპარაკებოდნენ, როგორც თანასწორები. ექიმის ფსევდონიმი იყო დოქტორი ესპერანტო, იმედის მქონე. ეს უჩვენებს, თუ რა ძლიერად სჯეროდა მას თავისი ოცნების. თუმცა უნივერსალური გაგების იდეა ბევრად უფრო ძველია. დღემდე უამრავი სხვადასხვა შექმნილი ენაა შემუშავებული. ისინი უკავშირდება ისეთ მიზნებს, როგორებიცაა ტოლერანტობა და ადამიანის უფლებები. დღეს ესპერანტოზე თავისუფლად ლაპარაკობენ 120-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრებიადამიანები. თუმცა ესპერანტომ კრიტიკაც დაიმსახურა. მაგალითად, ესპერანტოს ლექსიკონის 70%-ს წყარო რომანული ენებია. გარდა ამისა, ესპერანტო აშკარად ინდოევროპულ ენებზეა მორგებული. მასზე მოლაპარაკეები მოსაზრებებსა და იდეებს ერთმანეთს შეკრებებსა და კლუბებში უზიარებენ. რეგულარულად ტარდება შეხვედრები და ლექციები. მზად ხართ ესპერანტოს შესასწავლად? &꤀u vi parolas Esperanton? – Jes, mi parolas Esperanton tre bone!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.