belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ენების ოჯახები

დედამიწაზე დაახლოებით 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. და ისინი დაახლოებით 7,000 განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ! ისევე როგორც ადამიანები, ენებიც შეიძლება იყოს მონათესავე. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საერთო ფუძიდან წარმოიშვება. არსებობს ასევე სრულიად ცალკე მდგომი ენები. ისინი გენეტიკურად არც ერთ სხვა ენას არ უკავშირდებიან. მაგალითად, ევროპაში ბასკური ცალკე მდგომ ენად ითვლება. მაგრამ ენების უმრავლესობას ჰყავს "მშობლები", "შვილები" და "და-ძმები". ისინი ენების კონკრეტულ ოჯახს ეკუთვნიან. თქვენ შეგიძლიათ ამოიცნოთ ენების მსგავსება მათი შედარების საშუალებით. დღეს ლინგვისტები 300-მდე გენეტიკურ ერთეულს გამოყოფენ. მათ შორის არის 180 ოჯახი, რომლებიც ერთზე მეტ ენას მოიცავენ. დანარჩენები 120 განცალკევებით მდგარ ოჯახს ქმნიან. ენების ყველაზე დიდი ოჯახი ინდოევროპული ენების ოჯახია. ის დაახლოებით 280 ენისგან შედგება. ის მოიცავს რომანულ, გერმანიკულ და სლავურ ენებს. ამ ენებზე 3 მილიარდზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს ყველა კონტინენტზე! აზიაში დომინირებს ჩინურ-ტიბეტური ენების ოჯახი. ამ ენებზე 1,3 მილიარდზე მეტი ადამიანი ლაპარაკობს. ძირითადი ჩინურ-ტიბეტური ენაა ჩინური. ენების მესამე უდიდესი ოჯახი აფრიკაშია. მისი სახელწოდება მისი ცირკულაციის ტერიტორიიდან მომდინარეობს: ნიგერიულ-კონგოს ენა. ის "მხოლოდ" 350 მილიონ მოლაპარაკეს მოიცავს. ამ ოჯახის ძირითადი ენაა სუაჰილი. ძირითად შემთხვევებში: რაც უფრო ახლოა ენების ნათესაობა, მით უკეთესია გაგების უნარი. მონათესავე ენებზე მოლაპარაკე ადამიანებს ერთმანეთის კარგად ესმით. მათ შედარებით სწრაფად შეუძლიათ სხვა ენის სწავლა. ასე რომ, ისწავლეთ ენები - ოჯახური თავყრილობები ყოველთვის სასიამოვნოა!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.