egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ფიქრი და ენა

ჩვენი ფიქრები ჩვენს ენაზეა დამოკიდებული. ფიქრის დროს ჩვენ თავს "ველაპარაკებით". ე. ი. ჩვენს ენას გავლენა აქვს იმაზე, თუ როგორი შეხედულება გვაქვს საგნებზედა საკითხებზე. მაგრამ შეიძლება ყველა ერთნაირად ვფიქრობდეთ განსხვავებული ენების მიუხედავად? თუ განსხვავებულად ვფიქრობთ, იმიტომ რომ განსხვავებულად ვლაპარაკობთ? ყველა ხალხს საკუთარი ლექსიკონი აქვს. ზოგიერთ ენაში გარკვეული სიტყვები არ არსებობს. არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთისგან ვერ არჩევენ მწვანეს და ცისფერს. ისინი ორივე ფერის აღსანიშნავად ერთიდაიგივე სიტყვას იყენებენ. და მათ უფრო უჭირთ ფერების გარჩევა! მათ არ შეუძლიათ განსხვავებული ტონების და მეორადი ფერების გარჩევა. მათ უჭირთ ფერების აღწერა. ზოგიერთ ენაში რიცხვების აღმნიშვნელი მხოლოდ რამდენიმე სიტყვა არსებობს. ამ ენაზე მოლაპარაკე ადამიანებს არ შეუძლიათ კარგად თვლა. არსებობს ასევე ენები, რომლებშიც არ ხდება მარჯვენას და მარცხენასგარჩევა. აქ ადამიანები ლაპარაკობენ ჩრდილოეთზე და სამხრეთზე, აღმოსავლეთსა და დასავლეთზე. მათ ძალიან კარგი გეოგრაფიული ორიენტაცია აქვთ. მაგრამ მათ არ ესმით ტერმინები მარჯვენა და მარცხენა. რა თქმა უნდა, ჩვენს ფიქრზე მხოლოდ ჩვენი ენა არ ახდენს ზემოქმედებას. ჩვენ ფიქრებს ასევე განსაზღვრავს ჩვენი გარემო და ყოველდღიური ცხოვრება. ასე რომ, რა როლს ასრულებს ენა? უწესებს თუ არა ის ზღვარს ჩვენს აზროვნებას? თუ სიტყვები მხოლოდ იმისთვის გვაქვს, რაზეც ვფიქრობთ? რა არის მიზეზი, რა არის შედეგი? ყველა ეს კითხვა პასუხგაუცემელია. ამ კითხვებზე თავის ტვინის მკვლევარები და ლინგვისტები მუშაობენ. მაგრამ ეს საკითხი ყველა ჩვენგანს ეხება... თქვენ ის ხართ, რასაც ლაპარაკობთ?

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.