egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ენები და დიალექტები

მსოფლიოში 6,000-დან 7-000 ათასამდე განსხვავებული ენა არსებობს. დიალექტების რიცხვი, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მეტია. რა განსხვავებაა ენასა და დიალექტს შორის? დიალექტებს ყოველთვის მკაფიოდ სპეციფიური ადგილობრივი ტონი აქვს. ისინი რეგიონულ ენობრივ ნაირსახეობებს მიეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ დიალექტი არის ენის ფორმა გავრცელების ყველაზე შეზღუდულიფარგლებით. როგორც წესი, დიალექტები მხოლოდ სალაპარაკო ფორმით არსებობს, მათ დამწერლობა არა აქვთ. ისინი საკუთარ ლინგვისტურ სისტემას ქმნიან. და საკუთარ წესებს ემორჩილებიან. თეორიულად, ნებისმიერ ენას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე დიალექტი. ყველა დიალექტი ქვეყნის ოფიციალურ ენას შეესაბამება. ქვეყნის ოფიციალური ენა ესმის ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს. ამ ენის საშუალებით სხვადასხვა დიალექტზე მოლაპარაკენიც კი ურთიერთობენ. თითქმის ყველა დიალექტის მნიშვნელობა თანდათან მცირდება. ქალაქებში დიალექტზე უკვე თითქმის აღარ ლაპარაკობენ. სახელმწიფო ენაზე, ჩვეულებრივ, ასევე ლაპარაკობენ სამსახურებში. ამიტომ ამბობენ, რომ დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანები უბრალო და გაუნათლებელი ხალხია. და მაინც , ისინი სოციალური კიბის ყველა საფეხურზე გვხვდებიან. დიალექტზე მოლაპარაკე ადამიანები სხვებზე ნაკლებად გონიერები არ არიან. პირიქით! მას, ვინც დიალექტზე ლაპარაკობს, გარკვეული უპირატესობები აქვს. მაგალითად, ენის კურსის გავლისას. დიალექტზე მოლაპარაკეებმა იციან, რომ არსებობს სხვადასხვა ლინგვისტური ფორმები. და მათ ისწავლეს სწრაფად გადართვა ერთი ლინგვისტური სტილიდან მეორეზე. ამიტომ დიალექტზე მოლაპარაკეებს განსხვავებული ენების ათვისების უკეთესი უნარი აქვთ. ისინი გრძნობენ, თუ რომელი ლინგვისტური სტილი შეეფერება კონკრეტულ სიტუაციას. ეს მეცნიერულადაც არის დასაბუთებული. ასე რომ: თამამად გამოიყენეთ დიალექტი - მისი გამოყენება ნამდვილად ღირს!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.