egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

დედაენის დღე

გიყვართ თქვენი დედაენა? თუ ასეა, მომავალში მისი აღსანიშნავი დღესასწაული უნდა მოაწყოთ. და ყოველთვის 21 თებერვალს! ეს დედაენის საერთაშორისო დღეა! მას 2000 წლიდან ყოველწლიურად აღნიშნავენ. ეს დღე იუნესკომ შემოიღო. იუნესკო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) სპეციალიზებული სააგენტოა. ის მეცნიერების, განათლებისა და კულტურის საკითხებზე მუშაობს. იუნესკო ესწრაფვის კაცობრიობის კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ენები ასევე წარმოადგენს კულტურულ მემკვიდრეობას. ამდენად, საჭიროა მთი დაცვა, განვითარება და ხელშეწყობა. ენობრივი მრავალფეროვნება 21 თებერვალს აღინიშნება. სავარაუდოდ, მსოფლიოში 6,000-დან 7,000-მდე ენა არსებობს. თუმცა, ამ ენების ნახევარს გაქრობა ემუქრება. ყოველ ორ კვირაში ერთხელ, ერთი ენა სამუდამოდ იკარგება. და მაინც, თითოეული ენა ცოდნის უზარმაზარ საუნჯეს წარმოადგენს. ამა თუ იმ ერის ცოდნა ენებშია თავმოყრილი. ერის ისტორია მის ენაშია ასახული. გამოცდილება და ტრადიციები ასევე ენის საშუალებით გადაიცემა. ამის გამო, მშობლიური ენა ნებისმიერი ერის ეროვნული თვითმყოფადობის ელემენტია. როდესაც ენა კვდება, იკარგება უფრო მეტი, ვიდრე მხოლოდ სიტყვები. და ყოველივე ამის აღნიშვნა ხდება 21 თებერვალს. ხალხს უნდა ესმოდეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს ენებს. და ისინი უნდა ფიქრობდნენ იმაზე, თუ რა გააკეთონ ენების დასაცავად. ასე რომ, უჩვენეთ თქვენს ენას, რომ ის მნიშვნელოვანია თქვენთვის! იქნებ შეგიძლიათ მას ტორტი გამოუცხოთ? და ზედ კარამელის პომადის ლამაზი წარწერა გააკეთოთ. რა თქმა უნდა, თქვენს "დედაენაზე"!

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.