egypt
AR
belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
norway
NN
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ჩვენ ყველანი აფრიკულად ვლაპარაკობთ?

ყველა ჩვენთაგანი არ არის ნამყოფი აფრიკაში. თუმცა, შესაძლებელია, რომ იქ უკვე ნამყოფია ყველა ენა! ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს ბევრი მეცნიერი. მათი აზრით, ყველა ენას აფრიკული წარმომავლობა აქვს. აფრიკიდან ისინი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. სულ 6,000-ზე მეტი განსხვავებული ენა არსებობს. და ითვლება, რომ ყველა მათგანს საერთო აფრიკული ფესვები აქვს. მკვლევარებმა ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა ენის ფონემები. ფონემა - ეს არის სიტყვის უმცირესი განმასხვავებელი ერთეული. თუ ფონემა შეიცვლება, იცვლება სიტყვის მნიშვნელობა მთლიანად. ამის საილუსტრაციოდ მოყვანილია მაგალითი ინგლისური ენიდან. ინგლისურ ენაში dip და tip აღწერს ორ განსხვავებულ ცნებას. ასე რომ, ინგლისურში /d/ და /t/ ორი სხვადასხვა ფონემაა. ეს ფონეტიკური ნაირფეროვნება ყველაზე მეტად გამოხატულია აფრიკულ ენებში. მაგრამ რაც უფრო მეტად შორდებით აფრიკას, ეს ნაირფეროვნება მკვეთრად კლებულობს. და მეცნიერებიც სწორედ ამაში ხედავენ საკუთარი თეორიის დადასტურებას. მოსახლეობები, რომლებიც იზრდება, ხდება უფრო ერთგვაროვანი. მათ პერიფერიულ საზღვრებზე გენეტიკური ნაირფეროვნება კლებულობს. ამის მიზეზი ის ფაქტია, რომ "ახალმოსახლეების" რაოდენობაც მცირდება. რაც უფრო ნაკლები რაოდენობის გენები განიცდის მიგრაციას, მით უფრო ერთგვაროვანი ხდება მოსახლეობა. გენების შესაძლო კომბინაციები მცირდება. ამის შედეგად, მიგრირებული მოსახლეობის წევრები ერთმანეთს ემსგავსებიან. მეცნიერები ამას დამაარსებლის ეფექტს უწოდებენ. როდესაც ხალხმა აფრიკა დატოვა, მათ თან წაიღეს საკუთარი ენა. მაგრამ უფრო ნაკლებმა ახალმოსახლემ თან ასევე უფრო ნაკლები ფონემა მოიტანა. სწორედ ასე გახდა ცალკეული ენები უფრო ერთგვაროვანი დროთა განმავლობაში. როგორც ჩანს, უკვე დამტკიცებულია, რომ "ჰომო საპიენსი" აფრიკიდან წარმოიშვა. ჩვენ გვაინტერესებს, ეს მათ ენასაც ეხება, თუ არა...

text before next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2015. All rights reserved.