belarus
BE
bulgaria
BG
bangladesh
BN
bosnia
BS
spain
CA
czech_republic
CS
germany
DE
greece
EL
usa
EM
great_britain
EN
esperanto
EO
spain
ES
estonia
ET
iran
FA
finnland
FI
france
FR
israel
HE
croatia
HR
hungary
HU
indonesia
ID
italy
IT
japan
JA
georgia
KA
india
KN
south_korea
KO
lithuania
LT
latvia
LV
india
MR
netherlands
NL
india
PA
poland
PL
portugal
PT
brazil
PX
romania
RO
russia
RU
slovakia
SK
serbia
SR
sweden
SV
ukraine
UK
vietnam
VI
china
ZH

ენები - ალცჰეიმერთან საბრძოლველად

ვისაც სურს გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნება, ენები უნდა შეისწავლოს. ენების ცოდნას შეუძლია ადამიანის დაცვა დემენციისგან. ეს უამრავი სამეცნიერო კვლევით არის დადასტურებული. ენების შემსწავლელის ასაკს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტვინი რეგულარულად ვარჯიშობს. ახალი სიტყვების შესწავლა ააქტიურებს თავის ტვინის სხვადასხვა უბნებს. ეს უბნები მნიშვნელოვან შემეცნებით პროცესებს აკონტროლებს. ამდენად, რამდენიმე ენის მცოდნე ადამიანები უფრო ყურადღებიანები არიან. მათ ასევე უკეთ შეუძლიათ კონცენტრირება. გარდა ამისა, რამდენიმე ენის ცოდნას სხვა უპირატესობებიც აქვს. რამდენიმე ენის მცოდნე ადამიანები უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი გადაწყვეტილებას უფრო სწრაფად იღებენ. რადგან მათმა ტვინმა ისწავლა არჩევანის გაკეთება. მან ყოველთვის იცის ერთი საგნის აღმნიშვნელი სულ ცოტა, ორი ტერმინი. ამ ტერმინთაგან თითოეული სათანადო ალტერნატივას წარმოადგენს. ამდენად, რამდენიმე ენის მცოდნე ადამიანები გამუდმებით აკეთებენ არჩევანს. მათი გონება ვარჯიშობს სიმრავლიდან არჩევანის გაკეთებაში. და ეს ვარჯიში მხოლოდ ტვინის მეტყველების ცენტრისთვის როდია სასარგებლო. მრავალი ენის ცოდნა ტვინის ბევრი უბნისთვის არის სასარგებლო. ენის ცოდნა ასევე ნიშნავს უკეთეს შემეცნებით კონტროლს. ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, არ არის დემენციის თავიდან აცილების საშუალება. თუმცა რამდენიმე ენის მცოდნე ადამიანებში ეს დაავადებს ნელა პროგრესირებს. ხოლო მათი ტვინი, როგორც ჩანს, უკეთ აწონასწორებს დაავადების ზეგავლენას. იმ ადამიანებში, ვინც ენას სწავლობს, დემენციის სიმპტომები უფრო სუსტი ფორმით ვლინდება. გონების დაბინდვა და გულმავიწყობა ნაკლები სიმძიმით არის გამოხატული. ამდენად, ენის ათვისება ხანდაზმულებისა და ახალგაზრდებისთვის ერთნაირად სასარგებლოა . გარდა ამისა: ყოველი შემდეგი ახალი ენის ათვისება კიდევ უფრო ადვილი ხდება. ასე რომ, საჭიროა ხელის გაწვდენა ლექსიკონისკენ, და არა წამლისკენ!

next text

© Copyright Goethe Verlag GmbH 2014. All rights reserved.